საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტია აღმოჩენილი.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ობიექტი ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს:
"2016 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტი დააფიქსირა, რომელიც კახეთში, ივრის ნაპირზე, კოწახურას ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. სავარაუდოდ ობიექტი ანტიკური ხანის ნაქალაქარს წარმოადგენს, რომელთანაც ბრინჯაოს ხანის ყორღანი მდებარეობს და რომლის მასშტაბიც, აქამდე შესწავლილ ყორღანებს აღემატება. გაგრძელება + ვიდეო