თავიდანვე გეტყვით - ეს სულაც არ არის უზრუნველი, მსუბუქი ფლირტით გაჯერებული რომანი, სადაც ორივე პარტნიორი ერთმანეთს შეყვარებული თვალებით უცქერს.
დიახ, დიახ, კოსმოსი ამ ორს სასიყვარულო სამოთხის ნაცვლად სთავაზობს მიწის ნაკვეთს, რომელზეც თავად უნდა შექმნან საკუთარი სამოთხე. ნუ, რა თქმა უნდა, თუკი ამის მოთმინება და გონიერება ეყოფა ორივეს.
ეს ორი მერკურიანული ნიშანია - შესაბამისად, კამათი მათ ურთიერთობაში საკვანძო თემა იქნება. ურთიერთობის დასაწყისიდანვე იკამათებენ ისინი იმაზე, თუ რა არის ცხოვრებაში მთავარი - ვარდები თუ ბოსტნეული. საბოლოო ჯამში, ბოსტნეულის თემა გაიმარჯვებს, იმიტომ, რომ ასე გადაწყვეტს რაციონალური ქალწული. აბა, მოსალოდნელი ინფლაციის დროს ვარდებით გამოკვებავ ოჯახს?
ჰაეროვანი მამაკაცი ტყუპი შესაძლოა ვარდების სურნელით ტკბებოდეს მაშინ, როცა მათ ოჯახს სიღარიბე ემუქრება. ისევე, როგორც მშვიდად მოღიმარი ნერონი, რომელიც ხანძარწაკიდებულ რომს აუღელვებლად უცქერდა.
ტყუპისთვის ხომ ნებისმიერი მოვლენა ცხოვრებაში მხოლოდ მოვლენაა და ყველაფერს გარკვეული რიტორიკულობით ეკიდება. ეს კაცი დაბადებიდან გამოცანაა, ადამიანი, რომელიც ცალ ხელში მობილურით, მეორეში კი კომპიუტერით დაიბადა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული კაცები არასოდეს იზრდებიან. ამიტომ მას შესაძლოა საკუთარი დაბადების დღე აღარ ახსოვდეს. მით უმეტეს, თუ დიდი ხანია გადააბიჯა 21 წელს. სამაგიეროდ, ქალწულს ემახსოვრება მისი არამხოლოდ დაბადების თარიღი, სავარაუდოდ, დაბადების წუთებიც კი (რომელიც დედამთილთან არაერთგზის გადაამოწმა). გაგრძელება