ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების შესახებ გვაფრთხილებს და "ფეისბუქით" სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:
"მომდევნო 7 დღე საკმაოდ მრავალფეროვანი ასტროლოგიური მოვლენებითაა დატვირთული. პირველ რიგში, ესაა მერკურის მიერ მიმართულების შეცვლა და უკუსვლითიდან პირდაპირ სვლა - გეზზე დაბრუნება. გარდა ამისა, 12 იანვარს მერკური იცვლის ზოდიაქოს ნიშანსაც. ამავე დღეს, ანუ 12-ში სავსემთვარეობა გვექნება კირჩხიბის ზოდიაქოში.
არის კიდევ სხვა, მნიშვნელოვანი ასპექტები პლანეტებს შორის, რაზედაც ახლა თანმიმდევრულად ვისაუბრებ.
მთელ ამ პერიოდს საერთო ფონად მიუყვება მზისა და პლუტონის შეერთება, რომელიც დაძაბულ ასპექტებს აკეთებს ურანთან და იუპიტერთან და ქმნის სამკუთხედს, რომელსაც ასტროლოგიაში ტაუ-კვადრატს ვეძახით და საკმაოდ რთულ კონფიგურაციად მიიჩნევა. თუმცა ერთგვარ განმუხტვას ამ ფიგურას უკეთებს მარსი, რომელიც დაძაბულობის წვეროსთან ჰარმონიულ ასპექტშია და შეიძლება ასე ითქვას - მეხამრიდის როლს ასრულებს.
ეს შესაძლოა იყოს ჩვენი ან სხვა ადამიანების სურვილი, კონტროლი გაუწიონ გარშემომყოფებს, იქონიონ მათზე ძლიერი ზემოქმედება. თუმცა, თუ პირად რუკაში ამ პერიოდში ჰარმონიული ასპექტები ჭარბობს, აქ შესაძლოა გაჩნდეს შესანიშნავი შანსები თქვენი ლიდერული თვისებების გამოსაკვეთად, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების გადასაჭრელად, პირად საკითხებზეც საკმაო გავლენას ვიგრძნობთ, რადგან პლუტონი საკმაოდ ძლიერი სექსუალური იმპულსების მატარებელი პლანეტაა. თუმცა მას ასევე შეუძლია ადამიანებს შორის განხეთქილების წარმოქმნაც. ამიტომ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ჩვენს ნებისყოფაზე, თავშეკავებაზე, თვითკონტროლის უნარზე.
მოცემული კვირა საავარიო სიტუაციების თვალსაზრისითაც მეტად სახიფათოა და ეცადეთ, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ გზებზე.
ეს პერიოდი შესაძლოა რთული აღმოჩნდეს უფრო ვერძებისა და კირჩხიბებისთვის, ნაწილობრივ სასწორებისთვისაც. უფრო ნაყოფიერად და საკუთარი თავისთვის სასარგებლო შედეგებით სარგებლობის საშუალება ექნებათ - თევზებს, მორიელებს, კუროებსა და ქალწულებს.
როგორც უკვე ვახსენეთ, მერკური იცვლის მიმართულებასაც და ნიშანსაც. რა ზეგავლენას მოახდენს ეს ჩვენზე?
დიახ, 9 იანვრიდან მერკური დირექტული გახდება და ის გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც მისი რეტროგრადულობის დროს გვქონდა, მოიხსნება დღის წესრიგიდან. კონკრეტულად კი, უკვე შესაძლებელი იქნება დოკუმენტების გაფორმება, ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა, ავტომობილის შეძენა, ელექტროსაქონელის ყიდვა, ახალი ნაცნობობის შეუფერხებლად გაბმა...
მას მერე, რაც მერკური პირდაპირ სვლას დაუბრუნდება, შეამჩნევთ, რომ ბოლო დროს შემოჩვეული გულმავიწყობა და გაფანტულობა თავს დაგანებებთ, რადგან ესეც მისი რეტროგრადულობით იყო გამოწვეული. გაგრძელება