ალბათ, უკვე იცით ამბავი 7 წლის გოგონაზე, რომელსაც დედა ახალი წლის დღეებში გარდაეცვალა და რომელიც დეიდასთან ერთად, ვაგონში ცხოვრობს.
აკა სინჯიკაშვილმა, რომელიც უკვე უამრავ ადამიანს დაეხმარა, მოინახულა გოგონა და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:
"ძალიან ბევრმა მომწერეთ ამ ბავშვზე და დღეს ერთად წავედით სანახავად მე და გოგა ჩანადირი. სალომეს მამა არ ჰყავდა, ახალი წლის დღეებში დედაც გარდაეცვალა და დაობლდა :/ დარჩა მხოლოდ დეიდა და მასთან ერთად ამ რაღაცაში ცხოვრობენ :/ გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და მათთან ერთად მე და გოგამ გადავწყვიტეთ, რომ სხვა ორგანიზაციებთან ერთად ამ ბავშვს პატარა სახლი ვუყიდოთ, როგორიც მოგვივა ისეთი ❤ სახლზე უფლება არავის არ ექნება, სანამ სალომე 18 წლის არ გახდება. ვეცდებით, ყველა საშუალება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამ ბავშვმა ქუჩაში არ იცხოვროს ❤ ფული შეგროვდება ანგარიშზე და რაც იქნება, მაგის მიხედვით ვუპოვით რამეს, სკოლაში ივლის და კარგი ადამიანი დადგება ❤ როგორც შეძლებთ, გამივრცელეთ ეს ამბავი, შეგვიძლია კიდევ ერთ ადამიანს მივცეთ სიცოცხლის და ცხოვრების საშუალება. ისეთი მაგარი ბავშვია თან ❤ აბა ჩვენ ვიცით ❤ ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ:
ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili "
გთხოვთ, გაავრცელეთ განცხადება! ერთად ავუსრულოთ პატარა სალომეს ოცნება!