ფიქრობ, რომ გაყოფილი ბოლოების შესაჭრელად და წინამოს გასასწორებლად აუცილებლად სალონში უნდა წახვიდე? - სულაც არა!
მსოფლიოში ცნობილი სტილისტი ჰარიეტ უილიამსი გვიყვება, თუ როგორი მეთოდები უნდა გამოიყენოთ, რომ ვარცხნილობის კორექტირება სახლიდან გაუსვლელად შეძლოთ.
თუ ბოლოები გეყოფათ ან გაგიუხეშდათ
„აიღეთ ხელში ასანთის სისქის თმა და დაახვიეთ იმდენად მაგრად, რომ ბოლოები გაიფურჩქნოს. შემდეგ აიღეთ მჭრელი მაკრატელი და გაყოფილი ბოლოები მოიჭერით. ასე თქვენ მოიცილებთ ბოლოჭამიებს და ვარცხნილობასაც არ დააზიანებთ.
თუ წინამოს შესწორება გსურთ
ფრთხილად! „დაიბანეთ თმა და გაიშრეთ. ეს აუცილებელია, რადგან სველი თმა უფრო გრძელი გვეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია.
დაივარცხნეთ წინამო ისე, რომ თმა შუბლს მიეკროს. მაკრატლით ნელა, სწორ ხაზზე დაიმოკლეთ სიგრძე, მიჰყევით სტილისტის მიერ შეჭრილ ფორმებს. არ შეიჭრათ ნახევარ სმ-ზე მეტი. თითო შეჭრაზე ასანთის სისქის თმა აიღეთ. იხილეთ სრულად