ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული მამაკაცი კონკრეტული თვისებებით გამოირჩევა. დიახ, მათ აქვთ ბევრი ღირსება, მაგრამ ნაკლიც გააჩნიათ.
ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეთ, ვის უკავშირებთ ცხოვრებას და რა სახის სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ, თუკი ცოლად ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს მიჰყვებით:
ნებისმიერი ქალის მიერ ქმრად ვერძის არჩევა ხშირად მთავრდება წარმატებით. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად მისი მიდრეკილებისა, ხშირად გაერთოს, ქალბატონები ბევრს პატიობენ ამ ნიშნის მამაკაცებს, თუნდაც მათზე დაქორწინებულნი იყვნენ. ქორწინებაში ის ფიცხი და პირდაპირია. ამასთან, მზადაა ბოლომდე თავგანწირვისთვის! სწორედ ეს იშვიათი თვისება აიძულებს ცოლს, ბევრი რამ მიუტევოს ქმარ ვერძს.
ქმარი კურო გამოირჩევა სიჯიუტითა და დიდი მოთმინებით. ის ღრმადაა დარწმუნებული ქორწინების მარადიულობაში. ქმარი კურო დაუჯერებელი მესაკუთრეა, რაც ზედმეტ პრობლემებს ქმნის ოჯახში, მაგრამ კუროს აბსოლუტურად საიმედო და ერთგული ქმრის რეპუტაცია ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს. მართალია, ის ყოველთვის საიმედოა, მაგრამ ის შეიძლება არაერთი ქალისა და ოჯახის ერთგული იყოს. საკვირველია, მაგრამ მამაკაცი კურო მიდრეკილია, ჰყავდეს ორი ცოლი და ორი ოჯახი!
ქმარი ტყუპი, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებრივი ცხოვრების მოყვარულია. ის ასეა მოწყობილი - გაუზიაროს ხალხს შეხედულებები და შთაბეჭდილებები, გადასცეს მათ ორიგინალური იდეები, - ეს მისი მოთხოვნილებაა. ის ადვილად ამყარებს შემოქმედებით და მეგობრულ კავშირებს, რაც ადრე თუ გვიან სასიყვარულო ურთიერთობებში გადაიზრდება. ქმარი ტყუპის შესანარჩუნებლად საჭიროა მისი მენტალური ენერგიის მიმართვა ჰობის, გატაცებების, საინტერესო პროექტების, სპორტისაკენ. ამ შემთხვევაში ქმარი ტყუპი სიამოვნებით გამოიყენებს თავისი დროის ნაწილს ოჯახური ბუდის ან სულაც სახლის მოსაწყობად.
ქმარი კირჩხიბი ქორწინებაში ერთგულებისა და თავგანწირვის ეტალონად ითვლება. მისი ცხოვრების მთავარი ფასეულობა - ოჯახური კერაა. ქმარ კირჩხიბს ძლიერ განვითარებული აქვს ხასიათის ისეთი ნიშნები, როგორებიცაა: მიხვედრილობა, სენტიმენტალურობა, ოჯახის წინაშე საკუთარი მოვალეობის გრძნობა. მაგრამ წლებთან ერთად ქმარი კირჩხიბი პარტნიორისადმი ცივი ხდება, ხოლო მის ცვალებად განწყობას ის მიჰყავს თავშეუკავებლობის, ეჭვისა და იმედგაცრუებისაკენ.
ქმარ ლომს ესაჭიროება ფლირტი და მუდმივად ელოდება ქალის მხრიდან ყურადღებას. ცოლის ყოლა მას ვერ შეაჩერებს. თუნდაც ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს, ქმარ ლომს შეუძლია ხანდახან "გვერდით გაისეირნოს". ქმარი ლომი დიდსულოვანია და გამოირჩევა ოჯახისადმი დიდი ერთგულებით.
ქმარი ქალწული ცხოვრობს წესებით, რომლებსაც თვითონ ქმნის. ამიტომაც იგი ანგარიშიანი, სამართლიანი და ერთგულია თავისი ცოლისა და ოჯახის მიმართ. ოღონდ მის გვერდით ძნელია იგრძნო აღმაფრენა და იცხოვრო ღია ემოციებით. ქმარი ქალწული არ ცხოვრობს ვნებებით და ამიტომაც ის ყველაზე მეტად შეეფერება ასეთივე ტიპის ქალებს, რომელთათვისაც ოჯახური ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, მოვალეობა, საიმედოობა და ზუსტი დაგეგმვაა.
მიუხედავად თავისი მოქნილობისა და ინტელექტუალურ გართობათა მუდმივი ძიებისა, ქმარი სასწორი ოჯახში ხშირად ავლენს ერთგულებას. ამის მიზეზი კი სიზარმაცისა და კომფორტისკენ მიდრეკილებაა, რისგანაც მისი გათავისუფლება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომაც ქმარი სასწორი - ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია ოჯახური ცხოვრებისათვის. გაგრძელება