თითოეული ჩვენგანი უნიკალურია, მაგრამ ხანდახან ბუნება გვაოცებს უჩვეულო დამთხვევებით. ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ ყოველ ჩვენგანს 7 ორეული ჰყავს. გთავაზობთ უბრალო ადამიანების ცნობილებთან 8 საოცარ მსგავსებას.
მარა ტაიგენი და ანჯელინა ჯოლი
ახალგაზრდა მოდელი მარა ტაიგენი საოცრად ჰგავს მსახიობ ანჯელინა ჯოლის.
ელინორ ჰელბორგი და ადელი
23 ელინორ ჰაბორგი შვედეთში ცხოვრობს და ვიზაჟისტად მუშაობს. გარდა ამისა, გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ბრიტანელ მომღერალ ადელს.
მაიკლ ჰიკსონი და ზაკ ეფრონი
რიო-დე-ჟანეიროში, ოლიმპიადაზე ზაკ ეფრონი შემთხვევით შეხვდა თავის ორეულს - 22 წლის ჩემპიონს წყალში ხტომაში - მაიკლ ჰიკსონს.
მაქს კესლერი და ადამ სანდლერი
23 წლის მაქს კესლერმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ახალ ფილმში ადამ სანდლერის გმირს ჰქვია... მაქს კესლერი. ამ ფაქტმა ორმაგად გააოცა, რადგან ის წარმოუდგენლად ჰგავს ცნობილ მსახიობს. მაქსი არ დაიბნა და სოც-ქსელებში ფოტო განათავსა, რომ სწორედ ის არის ნამდვილი მაქს კესლერი. მსახიობმა მიიღო ეს სახუმარო გამოწვევა და შეხვდა კიდეც თავის ორეულს.
ნიკოლაი პოსლედა და დენიელ რედკლიფი
კრასნოიარსკის მცხოვრები ნიკოლაი პოსლედა გარშემომყოფებს ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ დენიელ რედკლიფთან მსგავსებით აოცებს.
ჯოსია მარტინი და კიტ ჰარინგტონი
ამერიკელმა ჯოსია მარტინმა ინტერნეტში პოპულარობა მოიპოვა ჯონ სნოუსთან (კიტ ჰარინგტონი) მსგავსების გამო.
ელენა პარიჩი და კიმ კარდაშიანი
24 წლის ხორვატიელი ელენა პერიჩი ვიზაჟისტია. მას "ინსტაგრამში" მილიონზე მეტი ფოლოუერი ჰყავს, ყველაფერი კი კიმ კარდაშიანთან მსგავსების გამო.
პოლინ ფერან-პრევო და ქეით მიდლტონი
ფრანგი ველმრბოლელი პოლინ ფერან-პრევოს კებრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონთან მსგავსება, უბრალოდ, საოცარია!