ნებისმიერი კარგი ასტროლოგი, პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე, დაგიდასტურებთ იმ ფაქტს,
რომ მათი კერძო დამკვეთების დიდ ნაწილს ფსიქოლოგიური პრობლემები, სირთულეები საპირისპირო სქესთან და დაულაგებელი პირადი ცხოვრება ზუსტადაც რომ წარსულში, შორეულ ბავშვობაში დედისა და მამის ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობების ან თავად რომელიმე მშობლის ბავშვისადმი ზედმეტად მკაცრი ან პირიქით, ინდეფერენტული დამოკიდებულების ნაყოფია. დღეს გვინდა იმის შესახებ ვისაუბროთ, თუ როგორები არიან ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანები, როგორც მშობლები და რა თვისებების გამომუშავება მოეთხოვებათ მათ საკუთარ შვილებთან ჰარმონიული კავშირის დასამყარებლად.
მშობლის ტვირთის საკუთარ თავზე აღება ყველაზე მეტად უჭირთ - მერწყულებს, ტყუპსა და სასწორებს. თუმცა, მათ შორისაც არის დიფერენცირება. მაგალითად, ტყუპის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები მშობლის მოვალეობას, უბრალოდ, ზედაპირულად ეკიდებიან და შვილებს ფაქტობრივად, "თამაშ-თამაშით" ზრდიან. სასწორი კარგი მშობელია, თუკი დიდი ყოყმანის და სჯა-ბაასის მერე საერთოდ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ხოლო მერწყულებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდებიან ე.წ. გუგულის სინდრომის მქონე დედები და მამები, რომელთაც ბავშვების ყოლას და გაზრდას სხვა საქმიანობით (პროფესიული განვითარება, კარიერა, სწავლა-განათლება) დაკავება ურჩევნიათ.
არცთუ თანმიმდევრული, მაგრამ ავტორიტეტის მქონე მშობლები არიან ცეცხლის ნიშნები - ლომებს, ვერძებსა და მშვილდოსნებს იმ მშობელთა კატეგორიას აკუთვნებენ ასტროლოგები, ვინც პატარებს მთელი სიცოცხლე მისაბაძად მიაჩნიათ საკუთარი აქტიური ცხოვრების წესის, სოციალურობისა და სიმამაცის გამო. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ცეცხლის ნიშნები ერთობ ფიცხები არიან და დიქტატურისკენ მიდრეკილებასაც ხშირად ამჟღავნებენ საკუთარი ნაშიერების მიმართ, რაც მაგალითად, წყლის სტიქიის ნიშნით დაბადებული ბავშვის შემთხვევაში არათუ გაუმართლებელი, დამღუპველიც კია. გაგრძელება