თუ თქვენი მამაკაცი იანვარში დაიბადა
ძლიერი და სწორხაზოვანია, არ სწამს ბედისწერის. ანალიტიკური გონება აქვს. არ უყვარს ვალის აღება. წინდახედულია, საქმეს ხელს არ მოჰკიდებს, თუ სარგებელი არ ექნება. მოსწონს ინტელექტუალური საქმიანობა.
თუ თქვენი მამაკაცი თებერვალში დაიბადა
არტისტული და მგრძნობიარეა. ხშირად ჯიუტობს, არ ითვალისწინებს რჩევებს. ძირითადად, 30 წლის მერე ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს. სიყვარულში სუფთა და ალალია.
თუ თქვენი მამაკაცი მარტში დაიბადა
ძნელად კარგავს მოთმინებას. ინტელექტუალურად განვითარებულია. უჭირს კრიტიკის მიღება. ექსტრემალურ სიტუაციაში მობილიზებული და თავდაჯარებულია. ცუდ ხასიათზე თუა, მოერიდეთ, ფეთქებადია.
თუ თქვენი მამაკაცი აპრილში დაიბადა
სიტყვაძუნწი და საქმიანია. კარგი მრჩეველი და მასწავლებელია, იდეალური პარტნიორი. ცოლს სისუსტეებს პატიობს. თუმცა ჯიუტია და ვერ გადაარწმუნებთ. ეჭვიანია, მოსწონს დიასახლისი ქალი.
თუ თქვენი მამაკაცი მაისში დაიბადა
სწრაფად აზროვნებს და მოქმედებს. მხიარულია, ზოგჯერ ცინიკურიც. ვერ აიტანს მოწყენილობას. იქცევა ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევს და მიაჩნია, რომ მასზე უკეთ ვერავინ გააკეთებს.
თუ თქვენი მამაკაცი ივნისში დაიბადა
იცის, რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს. მარტივად გამოდის რთული სიტუაციიდან. არასდროს კარგავს მოთმინებას. გარშემო მყოფებში ავტორიტეტით სარგებლობს. არ უყვარს ექიმებთან სიარული.
თუ თქვენი მამაკაცი ივლისში დაიბადა
მომთმენი და მშვიდია. ადვილად ამჩნევს მცირე სიყალბეს საუბარში. ალტრუისტია. ახლობლებისთვის შეუძლებელს შეძლებს. მისთვის არსებობს მხოლოდ ორი ფერი - შავი და თეთრი.
თუ თქვენი მამაკაცი აგვისტოში დაიბადა
ხშირად ღიზიანდება წვრილმანებზე. უყვარს ელეგანტურად ჩაცმა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვებს. უყვარს ახლობლების განებივრება. ლიდერია და ყველაფერში პირველობისთვის იბრძვის.
თუ თქვენი მამაკაცი სექტემბერში დაიბადა
ინტელექტუალი და სამართლიანია, საუკეთესო ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. მიჯაჭვულია ოჯახს, საუკეთესოდ ზრდის შვილებს. თავისუფალ დროს ბიბლიოთეკაში ატარებს.
თუ თქვენი მამაკაცი ოქტომბერში დაიბადა
დიპლომატიური და მეგობრულია. ბუნებით - კონსერვატორი. ახალგაცნობილებთან ფრთხილია. უჭირს ცვლილებებთან შეგუება. პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს საქმიანობისადმი.
თუ თქვენი მამაკაცი ნოემბერში დაიბადა
საქმეებში სერიოზული, პირველ რიგში, სამართლიანობას აფასებს გარშემო მყოფებში. კარიერულ წარმატებას ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს. კარგი პედაგოგია. უყვარს სახლი.
თუ თქვენი მამაკაცი დეკემბერში დაიბადა
მშრომელი და შრომისუნარიანია. ენთუზიაზმით ეკიდება ახალ, საინტერესო საქმეს. სურს, მატერიალურ კეთილდღეობას მიაღწიოს. ყურადღებიანი ქმარია, ცოლს ეხმარება შვილების გაზრდაში.