2017 წელს ცნობილი მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის გარდაცვალებიდან 24 წელი გავიდა - ის 1993 წელს, სიმსივნით გარდაიცვალა.
ანდერძის მიხედვით, მსახიობის მთელი დანაზოგი და უძრავი ქონება მის ვაჟებს, შონსა და ლუკას უნდა გადასცემოდა. დედის გარდაცვალებიდან საუკუნის მეოთხედის გასვლის შემდეგ ვაჟებმა გადაწყვიტეს, გაენაწილებინათ ისიც, რისი მოხსენიებაც ოდრის დოკუმენტებში გამორჩა - ტანსაცმლის კოლექცია, აქსესუარები, ფოტოები და სცენარები.
მარტის დასაწყისში ძმები დარჩენილი ქონების განაწილებაზე შეთანხმდნენ, მაგრამ საქმეში ოდრი ჰეპბერნის სახელობის საქველმოქმედო ფონდი ჩაერთო, რომელიც მსახიობის გარდაცვალების შემდეგ მისმა ვაჟებმა და უკანასკნელმა პარტნიორმა, რობერტ უოლდერსონმა დააარსეს.
ფონდის ხელმძღვანელობამ ოდრის უფროსი ვაჟის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რადგან ის ორგანიზაციის მოვალეობების შესრულებას უშლიდა ხელს.
ფონდი ჰეპბერნის სამოსისა და ნივთების გამოფენას ხშირად აწყობს, შეგროვილი თანხით კი მძიმედ დაავადებულ ბავშვებს ეხმარებიან. განაგრძეთ კითხვა