2017 წლის 20 მარტს გაზაფხულის ბუნიობას ვიზეიმებთ.
ძველად ეს დღე ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დასაწყისად ითვლებოდა. სხვათა შორის, აბრეშუმის გზის ზოგიერთ ქვეყანაში ახალ წელს ბუნიობაზე დღესაც აღნიშნავენ.
კელტებს მიაჩნდათ, რომ ბუნიობაზე მიწის ქალღმერთი გამოდის წყვდიადიდან და მის შესახვედრად ტკბილეულს, მოხატულ კვერცხებსა და ფუნთუშებს - როგორც ახალი ცხოვრების საწყისს -ამზადებდნენ.
როგორ უნდა შევხვდეთ ბუნიობას?
ამ დღის შემდეგ იწყებს კვირტები აფეთქებას, ბალახი ინტენსიურად ამოსვლას, გაისმის პირველი ჭექა-ქუხილი, მზე კი ყველაზე ენერგიული ცეცხლის ნიშანში - ვერძში გადადის.
თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეხვდებით ასტროლოგიურ ახალ წელს.
ამ დღეს უმჯობესია, სუფთა ენერგეტიკით შეხვდეთ, გამოსწორებული შეცდომებით.
ამ დღეს შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
ამ დღეს უნდა დაიწყოთ ბედნიერი, წარმატებისკენ მიმავალი ცხოვრება. კარგია მომავლის დასაგეგმავად, ნებისმიერ სფეროში.
1. ბუნიობამდე დაალაგეთ სახლი, გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან, აზრებისა და ფიქრებისგან, გაისტუმრეთ ვალები, ითხოვეთ პატიება.
2. ჩამოწერეთ ფურცელზე, რისგანაც გსურთ გათავისუფლდეთ და დაწვით იგი.
3. დალაგების შემდეგ გაანიავეთ შენობა, მიიღეთ შხაპი.