როგორც The Telegraph-ი იტყობინება, ენდოკრინოლოგი და პროფესორი ეშლი გროსმანი, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის აკადემიკოსია, ამტკიცებს, რომ სხეულის გაგრილებას ძილის დროს 2 გრადუსით, შესამჩნევი სარგებელი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.
მკვლევარები, რომლებიც გლობალურ დათბობას სწავლობდნენ, ამ ურთიერთდამოკიდებულებას წააწყდნენ. მათ ივარაუდეს, რომ პლანეტაზე ტემპერატურა იზრდება და ამიტომ ადამიანებში გაიზარდა დიაბეტით დაავადების რისკი.
ჩვენს ორგანიზმში არის ე.წ. ყავისფერი ცხიმი (ВАТ, Brown adipose tissue), რომელიც ძალიან სწრაფად გადამუშავდება, როცა ორგანიზმს სითბო და სწრაფი ენერგია სჭირდება. რაც უფრო იშვიათად გვცივა, მით მეტია მისი მარაგი სხეულში და პირიქით, ყავისფერი ცხიმი იწვება სიცივეში და მისი დაწვის პროცესში იხარჯება ხუთჯერ მეტი კალორია, რაც ჩვეულებრივი ცხიმის დაწვის პროცესში.
როდესაც სიცივეს ვგრძნობთ, ტვინი უგზავნის ნიშნებს სხეულს, რომ დაწვას მარაგი. ამიტომაც არის კარგი ღია ფანჯარასთან ძილი.