მიხაკი ყველა დიასახლისს აქვს სამზარეულოში. იგი სასწაულ არომატსა და გემოს ანიჭებს კერძებსა და დესერტებს, მაგრამ მას სამკურნალო თვისებებიც აქვს.
1. ანტიბაქტერიულია, ებრძვის მიკრობებს, სოკოებს, კურნავს ბაქტერიულ ინფექციებს.
2. ანტივირუსულია, მასში შემავალი ვიტამინები მრავალი დაავადების პროფილაქტიკისთვის გამოიყენება.
3. მიხაკს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ჭიებთან საბრძოლველად. მიხაკი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას, რომელიც ლენტისმაგვარ, ბრტყელ და მრგვალ ჭიებს ანადგურებს.
4. საუკეთესოა დეტოქსიკაციისთვის - 1 ჩაის კოვზ შავ ჩაის დაუმატეთ 1 ჩ/კ გახეხილი ჯანჯაფილი, 5 ცალი მიხაკი და ილის რამდენიმე მარცვალი. დაასხით 0,5 ლიტრი წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.
5. მოგიხსნით კუნთებისა და კაპილარების სპაზმს. განსაკუთრებით ეფექტურია ბრონქიტის დროს.
დაბოლოს, მთავარი მიზეზი, თუ რატომაც უნდა მიიღოთ მიხაკი - იგი ებრძვის კიბოს უჯრედების გამრავლებას.