ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე პრიალა ჟურნალების გარეკანებზე, რომლებიც მოდის ინდუსტრიაში ტონს ქმნიან, პირველად გამოჩნდა plus-size მოდელი და ტრანსგენდერი, რაც იმის ნიშანია, რომ მოდაში დიდი ხანია აღარ არსებობს ტაბუ.
1. ოქროსა და ვერცხლის გაკეთება არ შეიძლება ერთად
მთავარი მითი, რომელიც დროა, დაივიწყოთ. ატარეთ ისინი ერთად თამამად. მაგალითად, რამდენიმე ბეჭედი ან სამაჯური.{{ArticleSplitCont}}
2. ბრჭყვიალა ტანსაცმელი მხოლოდ საღამოს წვეულებებს უხდება
ამაში არის სიმართლის მარცვალი. არ ღირს სამსახურში გრძელი მბზინავი კაბით გამოცხადება და ხელმძღვანელების შოკირება. თუმცა, მაგალითისთვის, ტყავის ქვედაბოლო მეტალის ბზინვარებით შესანიშნავად უხდება საქმიან ლუქს.{{ArticleSplitCont}}
3. შარვალი ქუსლს შუამდე უნდა ფარავდეს
შეიძლება რამდენიმე ათწლეულის წინ ასე იყო, მაგრამ თანამედროვე მოდაში აქტუალურია კოჭამდე სიგრძის ან იატაკამდე დაშვებული - სხვადასხვა ფორმის და სტილის შარვლები.{{ArticleSplitCont}}
4. არ გამიქსო პრინტები
განსხვავებული პრინტის გამიქსვა ახლა ძალიან მოდაშია, მთავარია, გემოვნებით იქნას შერჩეული.{{ArticleSplitCont}}
5. ჩადეთ ინვესტიცია კლასიკაში
რა თქმა უნდა, it-bags არასოდეს გადავა მოდიდან, მაგრამ მთავარი მაინც ”ვარიაციებია”, რომელზეც მთელი მსოფლიოს მოდის მიმდევარი ქალები ნადირობენ.{{ArticleSplitCont}}
6. კოჭებამდე სიგრძის კაბა არ უხდებათ დაბალ ქალებს
ევა ლონგორიამ და სხვა დაბალი ტანის მქონე ვარსკვლავებმა დაამტკიცეს, რომ ეს მითი მცდარია. მთავარია, კაბა იდეალურად ერგებოდეს სხეულს.{{ArticleSplitCont}}
7. ფეხსაცმელი და ჩანთა ერთი ფერის უნდა იყოს
კიდევ ერთი მცდარი მითი. - იხილეთ ინფოგრაფიკა.