გაზაფხულის ყველაზე აქტიური, თბილი თვე ძალაში შედის და რა თქმა უნდა, აქტიურდება სასიყვარულო-პარტნიორული თემატიკა.
მით უმეტეს, რომ ამ მხრივ, წლევანდელი მაისი განსაკუთრებული, ემოციურად დატვირთული და დასამახსოვრებელი იქნება ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის...
ვერძს შანსი აქვს, ზუსტად მაისში შეხვდეს ადამიანს, რომელიც მასში მყისიერ ინტერესს და ვნების ქარიშხალს გააჩენს.
კუროების უმეტესობას მაისში უჩვეულოდ უმართლებს. მათ შორის - სასიყვარულო ფრონტზეც. არის შანსი, უკვე არსებულ თაყვანისმცემელთან ურთიერთობამ სერიოზული სახე მიიღოს ამ თვეში.
ტყუპი მაისში ჭეშმარიტად "გაილაღებს". მათ გარშემო თაყვანისმცემელთა მთელი არმია შეგროვდება და არჩევანის გაკეთება ნამდვილად გაუძნელდება ისედაც ცვალებად ტყუპს.
კირჩხიბისთვის მაისს ჯერ კიდევ აპრილში დაწყებული ნაცნობობის გაღრმავების პერსპექტივა მოაქვს. ეს ის თვეა, როცა საბოლოოდ უნდა გააკეთოთ არჩევანი - ვისთან გსურთ ყოფნა.
ლომისთვის მაისი სულიერი სიმშვიდის მოპოვების თვე იქნება. უკვე არსებული ურთიერთობებით დატკბებით ან ახალი ნაცნობობა მეგობრული სტადიიდან გადაინაცვლებს სიყვარულში.
ქალწულისთვის მაისი მაცდური კომპლიმენტებისა და ერთობ არაპროგნოზირებადი, საკმაოდ ხანმოკლე ურთიერთობების დროა.
ვარსკვლავები გირჩევენ, მაისში ფლირტით დატკბეთ და სერიოზული გრძნობებისთვის ზაფხულის პერიოდს დაელოდოთ.
სასწორი მაისის შუა რიცხვებში ერთობ მხურვალე სასიყვარულო ინტრიგაში გაეხვევა. თუმცა, რამდენად სერიოზული იქნება ეს ნაცნობობა, უკვე მათსავე მონდომებაზე იქნება დამოკიდებული. გაგრძელება