ხახვი - დიასახლისებისთვის ალბათ ყველაზე ნაკლებად საყვარელი ბოსტნეულია. არავის უნდა ტირილი მისი დაჭრის დროს. თუმცა, ეს გარდაუვალია.
იქნებ არის გამოსავალი?
რა თქმა უნდა, გამოსავალი არსებობს!
პირველ რიგში, დანას ცივი წყალი გადაავლეთ;
სასურველია, თუ დაჭრის პროცესში ხშირად გაიმეორებთ ამას.
ხახვის "კუდი" ბოლოსთვის მოიტოვეთ. როდესაც მთლიანად დაჭრით, კუდები მერე მოაჭერით.
სასურველია, თუ დაჭრის პროცესში სათვალესაც გაიკეთებთ.
თუ ამ მარტივ წესებს დაიცავთ, ხახვი აღარ "გატირებთ"
თუ სხვა მეთოდი იცით, გაგვიზიარეთ კომენტარებში!