ასტროლოგები თვლიან, რომ ჩვენს რეალობაში არსებული განქორწინების მაღალი მაჩვენებელი სასურველი პარტნიორის შერჩევის უუნარობას ეფუძნება.
თუკი ჩვენ ასტროლოგია ვიცით, ისიც გვეცოდინება, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის უნდა ვეძებოთ იდეალური ან იდეალურთან მიახლოებული ქორწინების პარტნიორი. ასევე გვეცოდინება ისიც, თუ როგორ მოვახერხოთ საყვარელ ადამიანთან კომპრომისის მონახვა მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ ქორწინებასა და სიყვარულთან ყველა ნიშანს სუბიექტური და განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნია.
ვერძი სპონტანურად ქორწინდება, განქორწინებაც სპონტანურია.
კუროს ძნელად უყვარდება. იშვიათად ანგრევს ოჯახს.
ტყუპს ცვალებადი ხასიათი აქვს, თუ მოიწყინა, ოჯახიც ინგრევა.
კირჩხიბს მიაჩნია, რომ ოჯახი და სიყვარული უნდა იყოს კუბოს კარამდე.
ლომს თუ ყურადღება შემოაკლდა, აუცილებლად განქორწინდება.
ქალწული მომთხოვნი ხასიათის გამო ხშირად რჩება მარტო. თუ დაქორწინდა, ძნელად განქორწინდება. სრულად იხილეთ astrologi.ambebi.ge