ცოტა ღვინო, კარგი წიგნი და სრული სიმშვიდე - ასე დაინახა სასურველი გარემო საბურთალოზე, ახლად გახსნილ "ბიბლუსი გალერეაში" მისმა ერთ-ერთმა პირველმა სტუმარმა, ფილოლოგმა გია მურღულიამ.

მრავალფუნქციური ფილიალი კანდელაკის #7-ში განთავსდა. წიგნების ფართო არჩევანთან ერთად, აქ არის სამკითხველო, სივრცე პრეზენტაციებისთვის, კრაფტის განყოფილება, სადაც მომხმარებლებს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის დასამზადებლად პროდუქციის შეძენა შეუძლიათ. ფილიალში განთავსებულია ლიტერატურული კაფე და უნიკალური ქართული ღვინის კუთხე.

აქვე ცნობილი მხატვრების რეპროდუქციებისა და პოსტერების შეძენაც არის შესაძლებელი. "ბიბლუსი გალერეის" პირველი სტუმრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილი პირები იყვნენ - მწერლები, ლიტერატორები, კრიტიკოსები, მთარგმნელები, ისტორიკოსები, მსახიობები, ბიზნესმენები.

გია მურღულია, ფილოლოგი

ეს არის ჩემი ოცნება ერთად - ცოტა ღვინო, კარგი წიგნი და სრული სიმშვიდე. ეს ყველაფერი დავინახე. აქ ახლოს ვცხოვრობ და ჩემს თავს ვატყობ, უკვე განვიზრახე, რომ ხშირად ვეწვიო ამ სივრცეს. მართლაც მშვენიერია აქაურობა. ახლაც თვალი გამირბის ხან იქით, ხან აქეთ. მინდა, ყველაფერი დავათვალიერო, ვნახო. უკვე დავიწყე ფიქრი იმაზე, ცარიელი ჯიბით ხომ არ წავალ სახლში?

დათო ევგენიძე, მუსიკოსი

"ბიბლუსის" ძალიან ბევრი ფილიალი არსებობს, რაც ძალიან მახარებს, რადგან წიგნის სახლის სიმრავლე ნიშნავს ერის სიმდიდრეს. ეს საკმაოდ დიდი შენობაა, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ, აქვე წაიკითხონ წიგნები. განსხვავებით ჩვეულებრივი წიგნის მაღაზიებისა, "ბიბლუსს" აქვს ეს ხიბლი, რომ ადამიანებს წიგნის შეყვარების საშუალებას აძლევს. ახალგაზრდებს მოიზიდავს. ძალიან მომწონს როგორც მუშაობს "ბიბლუსი". ვულოცავ "ბიბლუსს" და თბილისს კიდევ ერთი ფილიალის გახსნას, რადგან წიგნი არის მთავარი, რაც შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას, ახალგაზრდობას და ბავშვებს. აქვე მომივიდა აზრი, რადგან ბარი არსებობს, მას ერქვას "მწიგნო-ბარი".

თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი

ძალიან მიხარია, როდესაც მსგავსი მაღაზიები იხსნება ჩვენს ქალაქში, რადგან ვფიქრობ, თბილისს ყველაზე მეტად ეს აკლია, სადაც მიხვდებით, რომ ეს არის ხელოვნების, კულტურის ქალაქი, სადაც უყვართ წიგნი, ლიტერატურა. რაც შეიძლება მეტი წიგნის მაღაზია მინდა იყოს აქ, მით უმეტეს, ასეთი კომპლექსური, საინტერესო კონცეფციით, ბევრი სხვადასხვა სივრცე, ძალიან მრავალფეროვანია, საინტერესოა. უკვე ისტორიაც არის, მიუხედავად იმისა, რომ ახალია.

ძალიან მომეწონა ღვინის ნაწილი. ღვინო და ლიტერატურა ძალიან კარგი ტანდემი გამოდის. თრობა ლიტერატურით უხდება ამ ყველაფერს. თან მომწონს, რომ ამდენი წიგნია, კითხვის საშუალებაა, სამუშაო სივრცეც არის, კაფეც, სადაც შეგიძლია შეხვედრა დაგეგმო, ისაუბრო, პრეზენტაცია მოაწყო. ვფიქრობ, უნივერსალურია და წარმატებას ვუსურვებ "ბიბლუსს".

ნანა შონია, მსახიობი

აღფრთოვანებული ვარ, მართლა საოცარი სივრცეა. სურვილი გამიჩნდა, რომ მოვიდე, დავისვენო, დავინტერესდე. დიდი დრო მინდა გავატარო, არამარტო მე. ვულოცავ თბილის ქალაქს, როცა წიგნის მაღაზია იხსნება, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, თითქოს, არ მჯერა ხოლმე, რომ ასე მოხდა და ძალიან მიხარია. ბავშვობაში, როცა მეზარებოდა წიგნების კითხვა, ასეთი მაღაზია რომ ყოფილიყო, ალბათ, უფრო მალე შემიყვარდებოდა წიგნის კითხვა. ვულოცავ ყველა თბილისელს და მოვუწოდებ, ხშირად ესტუმრონ აქაურობას, ამ არაჩვეულებრივ გარემოს, წაიკითხონ წიგნები, ვისიამოვნოთ.

დავით ნარმანია, თბილისის მერი

"ბიბლუსი გალერეა" ძალიან საინტერესო პროექტია და ამ პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ აქ წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველა სახის წიგნი, რაზეც კი მოთხოვნა არსებობს. გარდა ამ ყველაფრისა, აქ წარმოდგენილია სხვადასხვა სახის პროდუქცია, არის კაფე. ასე რომ, ადამიანი, რომელიც აქ შემოვა, რა ასაკისაც უნდა იყოს, ის ნამდვილად შეარჩევს მისთვის საინტერესო ლიტერატურას, შეარჩევს, რაც მას სჭირდება, დაჯდება, ისიამოვნებს. ასე რომ, ძალიან საინტერესო კონცეფციაა.

ის, რომ ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი ასეთი ობიექტი გაიხსნა, მისასალმებელია, ვინაიდან ინტერესი ნამდვილად არსებობს კითხვის მიმართ, ინტერესი ნამდვილად არსებობს იმ პროდუქციის მიმართ, რომელიც "ბიბლუსი გალერეაშია". მინდა მათ წარმატებები და რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი ვუსურვო, რათა მომხმარებელთა სიმრავლემ მათ მისცეს საშუალება, კიდევ უფრო მეტი ფილიალი გახსნან ჩვენს დედაქალაქში.

- უფრო მეტი თავისუფალი დრო რომ გქონდეთ, რომელი სივრცის სტუმარი იქნებოდით ყველაზე ხშირად?

- პირველ რიგში, ბავშვებს წამოვიყვანდი და საბავშვო სივრცეს ავითვისებდით, შემდეგ დიდების ნაწილში გადავინაცვლებდი. დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ბევრის კითხვის საშუალება არ მეძლევა, ამის დეფიციტს ნამდვილად ვგრძნობ და ამ დეფიციტს შევივსებ.

მარიკა დარჩია, "პალიტრა მედიის" კრეატიული დირექტორი

"წიგნების სივრცე რაც მეტი იქნება, მით უფრო კარგია და მით უფრო ცვლის ჩვენს ცხოვრებას, რადგან ყოველი ავტორი ხომ სრულიად სხვანაირი ხედვაა. ვნახეთ, რომ "ბიბლუსი გალერეას" ეჩვევიან ახალგაზრდები, რომლებიც მოდიან, კითხულობენ წიგნებს, ერთმანეთთან მეგობრობენ, ინფორმაციას ცვლიან. ეს 54-ე მაღაზიაა 10 წლის განმავლობაში. დაწყება იქიდან, სადაც საერთოდ წიგნის მაღაზიები არ იყო და დღეს უკვე ეს გვაქვს - საამაყოა ყველასთვის. ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ სწორედ აქ ვიმუშავებდი".
ანა მარშანია

AMBEBI.GE