როცა კრისტენ სტიუარტზე საუბრობ, თვალწინ ჯინსებსა და კედებში გამოწყობილი ქალაბიჭა გოგონა წარმოგიდგება. თუმცა მარიო ტესტინოს ჟურნალ Vanity Fair-ისთვის გადაღებულ ფოტოსესიაში ”ბინდის პრინცესა” სულ სხვა ამპლუაში მოგვევლინა.
რაში აღარ დაადანაშაულეს ჰოლივუდის ცნობილი ”ვამპირი”: ფარსირებულ რომანში, მოდასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში და ქალურობის სრულიად არქონაშიც კი.
ჟურნალ Vanity Fair-ის ივლისის ნომერში კრისტენი მთელი თავისი ქალური მომხიბვლელობით წარსდგა. ძვირფასი ოქროსფერი კაბა, კლასიკური მაკიაჟი და მუხლებზე პატარა ძაღლიც კი... კრისტენი არაჩვეულებრივია!
ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში კი კრისტენ სტიუარტმა გადაწყვიტა, გაებათილებინა მის მიმართ გამოთქმული ყველა კრიტიკა. მსახიობი გამოტყდა, რომ 15 წლამდე ბიჭს ჰგავდა და მას კლასელები ხშირად დასცინოდნენ, მაგრამ კრისტენი მაშინვე არად დაგიდევდათ მის მიმართ გამოთქმულ უარყოფით აზრს.
არც ამას და არც მსახიობის თამამ აღიარებას (მაგალითად, რომ ის ფეხებს არ იპარსავს) ხელი არ შეუშლია, ყველაზე სექსუალური ვარსკვლავების სიაში შესულიყო.
”15 წლისა ჩემი ძმის ტანსაცმლით დავდიოდი და ძალიან ვგავდი ბიჭს. მახსოვს, ზურგს უკან როგორ დამცინოდნენ. ერთხელ, როცა თანაკლასელებთან ერთად სატრენაჟორო დარბაზში ვიყავი, ასეთი რამ გავიგონე: ”ღმერთო ჩემო, შეხედეთ, ფეხებს არ იპარსავს! რა საშინელებაა”, მაგრამ მე წარბიც არ შემიხრია”.
”სულაც არ მინდა, ყველა ფოტოზე იდეალურად გამოვიყურებოდე. ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ფოტოებზე იდეალურად არ გამოვიყურები, მაგრამ მე ამის არ მრცხვენია. მინდა, ყველა ისეთად მიცნობდეს, როგორიც სინამდვილეში ვარ. მთავარია, შენი შინაგანი სამყარო მიიღოს უმრავლესობამ.” - ამბობს ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში კრისტენ სტიუარტი.
იხილეთ ფოტოგალერეა