შეამოწმეთ, რამდენად იდეალურია თქვენი ცოლქმრობა. კითხვის წაკითხვისთანავე უპასუხეთ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთს.
1. ქორწინების შემდეგ შეყვარებულებს:
ა. ერთმანეთის მიმართ ვნება უქრებათ;
ბ. ერთმანეთის დაკარგვის შიში აღარ აქვთ და გულგრილები ხდებიან;
გ. ერთმანეთი უფრო მეტად უყვართ.
2. თქვენი ოჯახური მდგომარეობა:
ა. მუდმივად დაძაბულია;
ბ. განსაკუთრებულ ემოციებს არ იწვევს თქვენში;
გ. განიჭებთ ბედნიერებას.
3.თქვენი მშობლები და ახლობლები:
ა. თქვენს ქორწინებას მყარსა და წარმატებულს უწოდებენ;
ბ. ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ;
გ. ხშირად გაკრიტიკებენ.
4. რომ შეგეძლოთ:
ა. ბევრ რამეს შეცვლიდით მეუღლის ხასიათში;
ბ. მცირეოდენ კორექტივებს შეიტანდით ქმრის ცხოვრების სტილში;
გ. ყველაფერს უცვლელად დატოვებდით.
5. თქვენი სექსუალური ურთიერთობა:
ა. ერთფეროვანი და სავალდებულოა;
ბ. არაფერი შეეცვლილა წლების განმავლობაში;
გ. მრავალფეროვანი და ვნებიანია.
6. თვლით, რომ თქვენი მეგობრის ცხოვრება:
ა. უკეთესია, ვიდრე თქვენი;
ბ. არაფრით განსხვავდება თქვენისგან;
გ. ბევრად წარმატებულია.
7. მარტოობა ესაა:
ა. თავისუფლების დაკარგვით გამოწვეული ტკბობა;
ბ. ჩემს ცხოვრებაში ხშირია მსგავსი სიტუაცია;
გ. იშვიათად ვარ მარტო.
8. თქვენი აზრით, როგორი იქნებოდა თქვენი მეუღლის ცხოვრება თქვენ გარეშე?
ა. უფრო ბედნიერი იქნებოდა, ვიდრე ახლაა;
ბ. არაფერი შეიცვლებოდა;
გ. უფრო ხალისიანი და მრავალფეროვანი იქნებოდა.
9. ადამიანების უმრავლესობა:
ა. ძალიან აიდიალებს ოჯახურ ცხოვრებას, შემდეგ კი განხიბვლა ემართებათ;
ბ. დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ;
გ. უჭირთ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შემდეგ ბედნიერები არიან.
10. არასოდეს ფიქრობთ განქორწინებაზე, რადგან:
ა. სრულიად ბედნიერი ხართ;
ბ. უმნიშვნელო პრობლემები გაქვთ მეუღლესთან;
გ. ამ თემაზე ფიქრის უფლებასაც არ ვაძლევ თავს შვილების გამო.
11. რამდენიმე წლით უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ:
ა. მაინც თქვენს მეუღლეს გაჰყვებოდით ცოლად;
ბ. შეიძლება სხვა კაცის ცოლი გამხდარიყავით;
გ. ჯობდა, სულ მარტო ყოფილიყავი და არასოდეს გათხოვილიყავით.
12. როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ თქვენმა მეორე ნახევარმა სწორედ თქვენ აგირჩიათ?
ა. ამაყობთ ამ ფაქტით;
ბ. ამ თემაზე არ მიფიქრია;
გ. ხანდახარ უკმაყოფილოც კი ხართ ამით.
13. როგორ შეაფასებდით თქვენს მეუღლეს?
ა. ის უარყოფითი თვისებების "თაიგულია";
ბ. ნაკლი საკმაოდ აქვს, მაგრამ კარგი თვისებებიც აქვს;
გ. ის თითქმის იდეალურია.
14. თქვენს ცოლქმრულ წარმატებას განაპირობებს:
ა. თქვენი მეუღლის ხასიათი;
ბ. შემთხვევითობა;
გ. თქვენი უსაზღვრო მოთმინება.
15. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ:
ა. კიდევ უფრო შეგიყვარდათ ერთმანეთი;
ბ. იგივე გრძნობა გაქვთ რაც, თავიდან გქონდათ;
გ. იმ ვნებისა და სიყვარულის კვალიც კი აღარ დაგრჩათ.
16. თქვენი აზრით, ქორწინება:
ა. ადამიანის შემოქმედებით ზრდას უწყობს ხელს;
ბ. ცოლ-ქმრის თვითრეალიზაციაზე არანაირად მოქმედებს;
გ. თვითშეფასების შეგრძნებას გმატებთ.
17. თქვენი ქმრის ხასიათი:
ა. ისეთია, რომ ყველა მეგობარს შურს ჩემი;
ბ. ძალიან ცვალებადია;
გ. გ. საკმაოდ მძიმე ხასიათისაა.
18. როგორც წესი, თქვენ და მეუღლეს:
ა. ყველა საკითხზე ერთნაირი მოსაზრება გაქვთ;
ბ. იშვიათად გაქვთ ამა თუ იმ საკითხე ერთნაირი წარმოდგენა;
გ. ერთმანეთის საქმეში არ ერევით და პრობლემებს ინდივიდუალურად აგვარებთ.
19. თქვენი მეუღლე:
ა. იშვიათად უშვებს შეცდომებს;
ბ. ისეთივეა, როგორიც კაცების უმრავლესობა;
გ. ყველა სიტუაციას კრეატიულად უდგება და ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეუძლია.
20. თვლით, რომ წარმატებული ოჯახური ცხოვრება:
ა. არანაირად არ არის დამოკიდებული თქვენს ძალისხმევაზე;
ბ. გარკვეულწილად თქვენს საქციელზეცაა დამოკიდებული;
გ. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
21. ქორწილის შემდეგ თქვენი ცხოვრება:
ა. გახდა უფრო მოწესრიგებული და ორგანიზებული;
ბ. არაფერი შეცვლილა;
გ. გ. უარესობისკენ შეიცვალა.
22. თვლით, რომ ოჯახის ყველა წევრი:
ა. უდავოდ იმსახურებს პატივისცემას;
ბ. საქციელიდან გამომდინარე იმსახურებს ყურადღებას;
გ. გ. თითქმის არასოდეს იმსახურებს პატივისცემას.
23. ყოველდღიურ ცხოვრებაში თქვენ:
ა. გსიამოვნებთ მეუღლესთან ურთიერთობა;
ბ. არასდროს დაფიქრებულხართ, როგორი ურთიერთობა;
გ. გ. დღითიდღე გიჭირთ ქმართან ურთიერთობა.
24. როდესაც პირადი ამბების მოყოლას გთხოვენ, თქვენ:
ა. ვერც ერთ რომანტიულ მომენტს ვერ იხსენებთ თქვენი თანაცხოვრებიდან;
ბ. მხოლოდ თქვენი გაცნობისა და ქორწილის ამბებს ყვებით;
გ. გ. უამრავი მხიარული ამბის გახსენება შეგიძლიათ.
დაითვალეთ ქულები:
თუ თქვენი შედეგები დაემთხვა ცხრილის მონაცემებს, დაიწერეთ 2 ქულა, თუ პასუხებში გაქვთ "ბ" ვარიანტი, დაიწერეთ 1 ქულა და თუ არ დაემთხვა თქვენი პასუხი ცხრილის მონაცემებს, დაიწერეთ 0 ქულა.
1-გ
2-გ
3-ა
4-გ
5-გ
6-გ
7-ა
8-ა
9-გ
10-ა
11-გ
12-ა
13-გ
14-გ
15-ა
16-გ
17-ა
18-გ
19-გ
20-გ
შედეგები:
29 ქულა და მეტი:
თამამად შეგიძლიათ თქვენს ოჯახს მყარი უწოდოთ. ოჯახის წერვებთან ჰარმონიული ურთიერთობა გაქვთ. თქვენს მეგობრებს თეთრი შურით შურთ თქვენი, სტუმრები კი დიდი სიამოვნებით მოდიან, რადგან იციან, რომ თქვენს სახლში სიმყუდროვე და ჰარმონია დახვდებათ.
რაც შეეხება მეუღლეს, იგი ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს თქვენ გვერდით. შეგიძლიათ კომპრომისზე წასვლა და ერთმანეთის მხარდაჭერა.
24-28 ქულა:
თქვენ წარმატებული ოჯახი გაქვთ, მხოლოდ მცირე ხარვეზებია გასასწორებელი. შესაძლოა ხშირად ხართ ძალიან კრიტიკული ან კატეგორიული. უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინეთ მეუღლის მიმართ, მაგრამ საკუთარ თავსაც ნუ დაივიწყებთ.
თქვენი განცდები და ემოციები ხშირად გაუზიარეთ მეუღლეს და ყოველთვის მზად იყავით, მას დახმარების ხელი გაუწოდეთ.
24 ქულაზე ნაკლები:
დროა, თქვენს ოჯახზე სერიოზულად დაფიქრდეთ. შესაძლოა ყოველდღიურმა პრობლემებმა და დაძაბულობამ ისე "გაგიტაცათ", რომ ყველაზე მთავარისთვის დრო აღარ გრჩებათ. შესაძლოა უბრალოდ დიდი ცვლილებებია საჭირო (გააჩინეთ ბავშვი, ერთად წადით დასასვენებლად, ცალკე გადადგით საცხოვრებლად და ა.შ.).