„მინდა ვინმემ დამიბრუნოს ის დრო, რომელიც „გრიგოლ ხანძთელის” წაკითხვაში დავკარგე" - ეს განცხადება ცნობილი მუსიკოსის, აჩიკო გულედანისა და ნინი ბუკიას შვილმა მარიამ გულედანმა ცოტა ხნის წინ „ტვ პირველის” შუადღის გადაცემის ეთერში გააკეთა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი იზიარებს მის აზრს, ზოგი კი - ეწინააღმდეგება. მითქმა-მოთქმა და ამ ამბის განხილვა კი რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში არ წყდება.
მარიამ გულედანის სიტყვებს მისი მშობლებიც გამოეხმაურნენ:
"ერთი ამბავი აგიტეხია, შვილო.
სანამ ჰაგიოგრაფიაზე, სწავლების მეთოდებზე ან ისტორიის ცოდნის აუცილებლობაზე მეასედ დავილაპარაკებთ მე და შენ, ბარემ საჯაროდ გეტყვი - კითხვების დასმის არ მოგერიდოს, არც "სხვა რას იფიქრებს" მაგის. რაც უფრო მეტს გდევნიან ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ, იცოდე. მეტი კითხვა დაუსვი შენს თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ. არ არის მარტივი ეგ, მაგრამ "ჩვენ" რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ. მოკლედ, შენს გზაზე იარე, მამუსი. ასეც და ასეც, სულ შენთან ვარ. ან ასტამით, ან ასტამზე", - წერს აჩიკო გულედანი.
"მამიკოს ყველა სიტყვას ხელს ვაწერ!
ტაპი ზაქარიაძის ეშხით, აგერ, ახლა, იანვარში წავიკითხე ვეფხისტყაოსანი მე, პირადად. გადავირიე, გავგიჟდი, მარტო ტარიელზე მეფიქრება, მაგრამ აქამდე მართლა ვერ წავიკითხე. ვერ გავიგე. დამამძიმა. არ მესმოდა და, აბა, სიყვარული ვის უნდა გაეჩინა ან როგორ?
მეტი კითხვა დაუსვი შენს თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ. არ არის მარტივი ეგ, მაგრამ "ჩვენ" რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ. მოკლედ, შენს გზაზე იარე, დე ! მამაშენი და მე სულ იქვე ვართ. ხან ყვავილით, ხან დუბინკით და საერთოდ ყველაფრით, შენ თუ გინდა" - წერს ნინი ბუკია.