მაქსი კაბები კლასიკური ბოჰემური სტილია და 2011წლის ზაფხულისა და შემოდგომის მთავარ ტრენდს წარმოადგენს.
მაშინ, როდესაც წინ ცხელი დღეები გველოდება, დიზაინერები გვირჩევენ, რომ მოვირგოთ გრძელი, კოჭებამდე სარაფნები, ქვედაბოლოაბი და კაბები.
რადგან ისინი კომფორტულიცაა, ლამაზიც და სიმსუბუქის განცდასაც გვიჩენს.
რაც შეეხება ფერებს, თუ მოდის სახლებსა და ცნობილ დიზაინერებს დავუჯერებთ, არჩევანი რომანტიკულ ტონალობებსა და ყვავილოვან პრინტზე უნდა შევაჩეროთ.
ასეთი ტიპის სამოსი საშუალო ან მაღალ სხეულს მოითხოვს. თუ თქვენ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებთ, მაშინ საუკეთესო შეხამება მაქსი კაბებისთვის სანდლები იქნება.
თუ თქვენ ვერ აკმაყოფილებთ ამ მონაცემებს მაინც ნუ გაიტეხთ გულს, რადგან დიზაინერები თვლიან, რომ გრძელ კაბებს ძალიან უხდება მაღალი ფეხსაცმელები პლადფორმაზე.
იხილეთ ფოტოგალერეა