ევა მენდესი და ჯუდ ლოუ Vogue Eyewear-ის გაზაფხული-ზაფხულის სათვალეების კოლექციის რეკლამაში გადაიღეს. ბრენდის "სახედ" ქცეული ევა მენდესი თავად მარიო ტესტინომ გადაიღო. ფოტოგრაფმა მენდესს "მგრძნობიარე და ქალური, ბრენდისთვის იდეალურად შესაფერისი ქალი" უწოდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ევა მენდესამდე Vogue Eyewear-ს სხვადასხვა დროს წარმოადგენდნენ ჟიზელ ბიუნდჰენი და ქეით მოსი. თავად მენდესი გამოტყდა, რომ გიჟდება სათვალეზე, განსაკუთრებით კი – რეტრო-სტილის ჩარჩოებზე.
მეორე ვარსკვლავი, რომელმაც მოდური სათვალის უახლესი კოლექცია წარმოადგინა, ქალთა გულთამპყრობელი, ჰოლივუდის მსახიობი ჯუდ ლოუა. ის სარეკლამო კამპანიისთვის ფოტოგრაფმა პიტერ ლინდბერგმა გადაიღო. ნახეთ ორივე ფოტოსესია და დოკუმენტური კადრები გადაღებებიდან.