ალბათ ძალიან ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვისაც არ სურს თავისი ცხოვრების ყველაზე ბედნიერ დღეს ვერა ვანგის კაბა მოირგოს.
ეს ჩინლი დიზაინერი ამერიკაში მოღვაწეობს. 15 წლის განმავლობაში ის ვოგის მთავარი რედაქტორი იყო. მისი შექმნილია კაბები, რომლებიც ჩვენი საყვარელი ფილმების პერსონაჟებს ამშვენებენ. მათ შორის "სექსი დიდ ქალაქში"(შარლოტას კაბა) და "საქორწინო ომები"(ქეით ჰადსონის კაბა).
ვერას უყვარს, როდესაც "მარკაზე" შეხედვის გარეშეც ხდება დიზაინერის იდენტიფიცირება – ამიტომ ყოველ მის კოლექციას რაღაც ერთი შტრიხი, ერთი განსაკუთრებული დეტალი აქვს, როგორიც იყო მაგალითად მისი 2010 წლის კოლექციიდან ბანტები, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი გახდა და რომლის დანახვისას პირველი ფრაზა, რომელსაც გაიფიქრებდით იყო არა "რა მშვენიერი კაბაა", არამედ "ეს ხომ ვერა ვანგის დიზაინია".
ბანტებს არც ახალი სეზონისთვის დაუკარგავთ აქტუალურობა.
გთავაზობთ ვერა ვანგის 2012 წლის საგაზაფხულო კოლექციას.
იხილეთ ფოტოგალერეა