რას იტყვის ტომ ფორდი, როცა გაიგებს, რომ კანის კინოფესტივალის გახსნაზე მისმა მშვენიერმა მუზამ, ჯულიანა მურმა ფეხსაცმელი ვერ მოირგო?! მსახიობი წითელ ხალიჩაზე აშკარად უხერხულად პოზირებდა კამერების წინ და ვინ წარმოიდგენდა, რომ ამის მიზეზი იყო მისი ღია ფეხსაცმელი, რომელმაც ჯულიანას აშკარად უმტყუნა.
მხოლოდ ფოტოების ყურადღებით დათვალიერებისას გამოჩნდა მურის დისკომფორტის ნამდვილი მიზეზი. სად იყურებოდნენ სტილისტები, როცა თავიანთ ცნობილ კლიენტს წითელი ხალიჩისთვის ამზადებდნენ, ეს არავინ იცის, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, ვუთანაგრძნოთ ჯულიანას და იმედი ვიქონიოთ, რომ მსახიობი შეეცდება, ამ Fashion-წარუმატებლობას იუმორით შეხედოს!