თუ დაიღალეთ პომადის ფერის შერჩევით და მეგობრებსაც გაუწყალეთ გული კითხვით: "ამ ფერის პომადა მიხდება?" გირჩევთ, პომადა ზოდიაქოს მიხედვით შეარჩიოთ.
ვერძი ბუნებით ავანტიურისტია; დინამიკური და ენთუზიასტი. მისთვის შესაბამისი იქნება მქრქალი წითელი ფერის პომადა.
ელეგანტურ და წარმტაც კუროს ღია იისფერი ფერის პომადა უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენს.
თავქარიანი, ახირებული, ცვალებადი, – ასე ახასიათებენ ხშირად ტყუპს. მას ყველაფერი ახალგაზრდული და ცოცხალი მოსწონს. მისთვის შესაფერისი იქნება უფერული საცხი, რომელიც ბუნებრივად გამოკვეთავს ტუჩს.
კირჩხიბი ემოციური, გამომგონებელი და მუდამ სიყვარულის ძიებაში მყოფია, – ასეთ ქალებზე მამაკაცები აფანატებენ. მას ღია ყავისფერი პომადა მოუხდება.
შემოქმედ, ნიჭიერ და კეთილშობილ ლომს ბრინჯაოსფერი პომადა დაამშვენებს. არ დაგავიწყდეთ ბზინვარე საცხი.
იდუმალმა და მგრძნობიარე ქალწულმა არჩევანი ბრჭყვიალა ვარდისფერ პომადაზე უნდა შეაჩეროს.
იხილეთ სრულად: astrologi.ge