როგორც უკვე ყველასათვის ცნობილია, მეგა-პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონში, რომელიც სტარტს 3 ოქტომბრიდან აიღებს, ერთ-ერთი კონკურსანტის ამპლუაში ყველასათვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი გიორგი ყიფშიძე წარსდგება.
ნიჭიერ მსახიობს პარტნიორობას უწევს ასევე უნიჭიერესი ჯულიანა ბარგნარი. პირველი საკონკურსო დღისთვის წყვილი ენერგიულ და ტემპერამენტიან "პასსადობლეს" ამზადებს.
პროექტისთვის მზადება და რამდენიმესაათიანი ყოველდღიური ვარჯიში სტუდია "თელაში" მიმდინარეობს.
"არ მეგონა, გიო ასე კარგად თუ ცეკვავდა!" – წერს საკუთარ "ფეისბუქ-გვერდზე" ლენუკა ყიფშიძე, რომელიც ძმის რეპეტიციებს აქტიურად ესწრება. ცოტა ხნის წინ მანვე გამოაქვეყნა სავარჯიშო დარბაზში გადაღებული ფოტო, სადაც ჯულიანა და გიორგი ცეკვის პროცესში არიან აღბეჭდილნი.
გუშაგი