გინდა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს სიახლე იმის შესახებ, რომ მალე დედა (მამა) გახდები? მაშინ მოიმარჯვე ფოტოაპარატი და გააკეთე ეს ორიგინალურად.
იხილეთ ფოტოგალერეა
ყოველი წყვილი სიახლეს იმის შესახებ, რომ მალე მშობლები გახდებიან, საქვეყნოდ თავისებურად აცხადებს: ვიღაც ნათესავებისა და ახლობლების ვიწრო წრეს ამცნობს სასიხარულო ამბავს, ვიღაც – სოციალურ ქსელში პოსტავს... მაგრამ არსებობენ მშობლები, რომელთათვისაც ორსულობა და ბავშვის დაბადება – კიდევ ერთი მიზეზია, გამოავლინოს საკუთარი შემოქმედებითი ბუნება.
გთავაზობთ ყველაზე თბილ, სახალისო და უცნაურ ფოტოსაშუალებებს, რომლებითაც ძალიან ორიგინალურად ამცნობთ მთელ ქვეყანას, რომ მალე დედა (მამა) გახდებით.