"მის საქართველო 2011" ჯანეტ ქერდიყოშვილი სილამაზის კონკურსის შემდეგ აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა. ჯერ იყო და ჯანეტმა კონკურს "მე მინდა ვია-გრაში" მიიღო მონაწილეობა, თუმცა შუა კონკურსი დატოვა და სამშობლოში გამოემგზავრა იმ მიზეზით, რომ გადაცემა "დღის შოუ" წაეყვანა.
ახლა კი ჯანეტს "მის სამყაროს" კონკურსში უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ როგორც თავად ჯანეტმა განაცხადა (მან ამის შესახებ პოსტი "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა), ის ვერ მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, რადგან მოულოდნელად თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც ჯანეტი ხარკოვის კლინიკაში მოათავსეს.
ინტერნეტში მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ ჯანეტი პოლიტიკური შეხედულებით არ გაემგზავრა კონკურსზე, რომლის ორგანიზატორიც წელს რუსეთია და რომელიც მოსკოვის საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითიში" 9 ნოემბერს უნდა გაიმართოს.
"იმიჯ ცენტრის" ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფს ჯანეტის მხრიდან პოლიტიკური მოტივით კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმას.
თავის მხრივ, კონკურსის ორგანიზატორები გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას და ჯანეტს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
ჩვენც გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ ჯანეტს.