სექსუალური ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრება მუდმივად განხილვის საგანია. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ თავად სექსსიმბოლო თავს არიდებს ჟურნალისტებთან ურთიერთობას და პირადი დეტალების გასაჯაროებას, მაგრამ თურმე ამასაც თავისი მიზეზი ჰქონია...
ჩვენი ჟურნალისა თუ საიტის მეშვეობით ინფორმაციას შორენასა და ბიზნესმენ ირაკლი ნანაძის "ლავსთორის" შესახებ პერიოდულად გაწვდიდით. შეგახსენებთ, რომ ნანაძეს ცოლი და ორი შვილი ჰყავს და როგორც ამბობენ, შესანიშნავი მამა და მეუღლეა, თუმცა ამის პარალელურად, შორენასთანაც აქვს ურთიერთობა და ძვირად ღირებულ საჩუქრებსაც არ იშურებს მისთვის.
მიუხედავად ამისა, ირაკლი ყველანაირად ცდილობს, არ გასაჯაროვდეს შორენასა და მისი ურთიერთობა, უკრძალავს ტელეწამყვანს მის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარს, ტელეფონის ნომერიც კი შუცვლია მსახიობისთვის, რათა ჟურნალისტებს ზედმეტად არ შეეწუხებინათ...
ალბათ, სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ქართველი სექსსიმბოლო ასე საგულდაგულოდ არიდებს ინტერვიუების მიცემას თავს, მაგრამ თუ მაინც მოუწია რომელიმე გადაცემაში სტუმრობა, მხოლოდ იმის თქმით კმაყოფილდება, რომ შეყვარებულია, მაგრამ დეტალებს არ ამხელს..
იხილეთ სრულად: reitingi.ge