გასული წლის ყველაზე ხმამაღალ განშორებად რუსულ შოუბიზნესში დასახელდა ვალერი მელაძისა და მისი მეუღლის, ირინას განქორწინება, რომელიც მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თავად მომღერლის მეუღლისთვისაც.
როგორც იქნა, პასუხი გაეცა კითხვას, რამ გადააწყვეტინა ვალერის 20-წლიანი ურთიერთობისთვის წერტილის დასმა.
თურმე, ცივილური განქორწინების მიღმა იმაზე მეტი იმალებოდა, ვიდრე უბრალო ოჯახური დრამაა: 48 წლის ცნობილი ქართველის 34 წლის საყვარელი, ალბინა ჯანაბაევა სულ მალე დედა გახდება.
ერთ-ერთი რუსული პორტალის ცნობით, ჯგუფ "ვიაგრას" წევრი მოსკოვის ელიტურ კლინიკაში, "ლაპინოში" ავიდა აღრიცხვაზე. ცოტა ხნით ადრე კი ალბინა ვალერისთან ერთად იმყოფებოდა კლინიკის საუკეთესო ექიმებთან კონსულტაციის გასავლელად.
ვალერი ახლა ყველაზე ბედნიერი მოვლენისთვის ემზადება: შვილის დაბადებისთვის. მუსიკოსი აღარ აპირებს გაიმეორეს ცხრა წლის წინანდელი შეცდომა. შეგახსენებთ, მაშინ ტრიო "ვიაგრას" სექსუალურმა წევრმა ვალერის ვაჟი, კონსტანტინე გაუჩინა, რომელიც მომღერალმა მხოლოდ 9 წლის შემდეგ აღიარა.