რამდენიმე დღის წინ მომღერალმა ზურა მანჯავიძემ თავის შვილთან ერთად საავადმყოფოში ამოჰყო თავი.
მამა-შვილს პოლიპების და ძგიდის პრობლემები აწუხებდა. ამიტომ ორივემ ერთად გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება.
ჯაფარიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნულ ცენტრში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მამა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
თეა (ზურას მეუღლე): "ცხვირის ნიჟარების და ძგიდის ოპერაცია გაიკეთა. მამა-შვილმა ერთად გადაწყვიტა, ეს პრობლემა მოეშორებინა. საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამოგვიშვეს, ტამპონები კი 5 დღე უნდა ედოთ".
ეკა ჩიკვაიძე