"ორი ვარსკვლავის" შოუს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. (ვიდეო)
სალომე ღვინიაშვილისა და გიორგი ჩიქოვანის დუეტის შეფასებისას თეონა კონტრიძეს კოლეგებმა სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს, რამაც მისი გაბრაზება გამოიწვია.
მან კოლეგებს უთხრა, რომ თუ ლაპარაკის საშუალებას არ მისცემდნენ, დარბაზიდან გავიდოდა. ჟიურის დანარჩენმა წევრებმა მისი განცხადება ხუმრობად მიიღეს, რაზეც იგი გაბრაზდა, დუეტს ქულა დაუწერა და პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდა. ჟიურის განაწყენებულ წევრს დუტა დაედევნა. მოგვიანებით კონტრიძე კოლეგებს ისევ შემოუერთდა.
ნახეთ ვიდეო