ასეთი აბაზანების მიღება კვირაში სამჯერ შეგიძლია. მარტივი რეცეპტები აქვს და ეფექტი პირველი ჯერიდან იგრძნობა.
კლეოპატრას აბაზანები
ადუღებულ ერთ ლიტრ რძეს დაუმატე 100 გრამი თაფლი. 150 გრამი არაჟნისა და 150 გრამი ზღვის მარილისგან გააკეთე სკრაბი. სკრაბით დაიმუშავე ტანი და გაიჩერე 10-15 წუთი. აბაზანა თბილი წყლით გაავსე და თაფლიანი რძე დაუმატე. აბაზანა 20-25 წუთის განმავლობაში მიიღე.
ეს პროცედურა კანს აახალგაზრდავებს და მეტ ელასტიკურობას შესძენს.
მდოგვიანი აბაზანა
ერთი ჭიქა მდოგვის ფხვნილი გახსენი თბილ წყალში. უნდა მიიღო თხელი ცომის კონსისტენცია. ჩაასხი აბაზანაში. მდოგვიანი აბაზანა 10 წუთის განმავლობაში მიიღე. შემდეგ გადაივლე შხაპი და პლედში 10 წუთით გაეხვიე.
ჰოლივუდის აბაზანა
ერთი კვერცხი შხაპის გელთან ერთად ათქვიფე, დაუმატე 1 ჩ/კ ვანილინი. მიღებული მასა თხელი ნაკადით ჩაუშვი აბაზანაში. ასეთი აბაზანა აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
ცაცხვის აბაზანა
ცაცხვი წამოადუღე და 40 წუთი გააჩერე. შემდეგ გაფილტრე და აბაზანის თბილ წყალს შეურიე. ასეთი აბაზანა 20 წუთის განმავლობაში უნდა მიიღო.
სოდის აბაზანა
აიღეთ 200 გრამი სოდა, 300 გრამი მარილი გადაურიე და თბილ წყალში გახსენი. სოდიანი აბაზანა გახდომის მიზნით 10 წუთით მიიღე. გახსოვდეს, აბაზანის მიღებამდე და მას შემდეგ 2 საათის განმავლობაში საკვები არ უნდა მიიღო. სოდის აბაზანის შემდეგ პლედი შემოიხვიე და 40 წუთი თბილად იყავი.