ჩაიხედეთ სარკეში, შეათვალიერეთ ნაოჭები და ახლა მათ მნიშვნელობებს გაეცანით. ეს ბლიც-ტესტი გარშემო მყოფთა ამოცნობაშიც დაგეხმარებათ.
1. სხივისმაგვარი წვრილ-წვრილი ნაოჭები თვალის კუთხეებთან მიუთითებს, რომ იცით, რისი მიღწევა გსურთ ცხოვრებაში და ამისთვის ყველაფერს აკეთებთ.
2. ღრმა ნაოჭები თვალებთან ან ტუჩის კუთხეებთან იმის აღმნიშვნელია, რომ ოპტიმისტი ადამიანი ბრძანდებით. ზოგჯერ საკუთარ თავზე იმაზე დიდი წარმოდგენა გაქვთ, ვიდრე სინამდვილეში ხართ. თუმცა გარშემო მყოფებსა და განსაკუთრებით, მამაკაცებს ასეთიც მოსწონხართ.
3. თუ წარბებს შუა ერთ ღრმა ნაოჭი გაქვთ, - ცხოვრებამ სერიოზული გამოცდა მოგიწყოთ, მაგრამ წინ გამარჯვებები, ბედნიერი მომენტები და თავბრუდამხვევი წარმატებები გელით.
4. ერთ ღრმა ნაოჭი, რომელიც ერთ-ერთ წარბთანაა შეერთებული - გამორიცხული არაა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, მაგრამ პირად ცხოვრებაში გიმართლებთ. შეიძლება ითქვას, რომ სიყვარულისა და რომანებისთვის ხართ შექმნილი.
5. ორი მკვეთრი ნაოჭი წარბებს შუა - კარგი ორგანიზატორული ნიჭი გაქვთ და საქმიანი ადამიანი ხართ, თუმცა მუდმივად იმყოფებით სტრესულ ვითარებაში. დროა, მოდუნება ისწავლოთ, რადგან ეს ნაოჭები ასაკს გმატებთ.
თუ ნაოჭები უსწორმასწორო ფორმისაა, არასერიოზული ადამიანი ბრძანდებით. თქვენი, ზოგჯერ ბავშვურად ცელქი საქციელით გარშემო მყოფებს შოკში აგდებთ. მამაკაცები ასეთი ნაოჭის მქონე მანდილოსნებს აღმერთებენ. მთავარია, მათთთვის ზედმეტი თავისტკივილი და მუდმივი გაუგებრობა არ გახდეთ.
6. სამი სწორი, ჰორიზონტალური ნაოჭი შუბლზე - ზედმეტად მიმწოლი და პირდაპირი ხართ. თუ ხაზები უსწორმასწორო და არათანაბარია, ეჭვიანი, ფეთქებადი და ბუტია ადამიანი ბრძანდებით. ცოტათი დამთმობი უნდა გახდეთ და კონფლიქტებიც იკლებს.
7. მრავალი წვრილ-წვრილი, არაღრმა ნაოჭი მიუთითებს, რომ ცვალებადი, მსუბუქი ხასიათის ადამიანი ხართ. ასეთ მანდილოსნებს კარგი გემოვნება აქვთ. მათ ლამაზი ნივთები უყვართ. ამასთანავე, კარგი მშრომელებიც არიან.
8. ღრმა, მკვეთრი, სწორი ნაოჭების მქონე მანდილოსნები ჩანაფიქრს აუცილებლად აღწევენ - ერთნი ომით, მეორენი - მშვიდობიანი გზით. მამაკაცებს უფრთხილდებიან, აი, ქალებს კი ომს უცხადებენ.
9. ჰორიზონტალური, წყვეტილი ნაოჭები კეთილ, მიზანსწრაფულ და არაეჭვიან ქალებს აქვთ. ისინი ჭკვიანები არიან და იუმორის კარგი გრძნობაც აქვთ.
10. ცხვირ-პირის ღრმა, ასიმეტრიული ნაოჭები მიუთითებს, რომ მისი მფლობელი უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით. შურიანი და ჯიუტია.