რამდენიმე დღის წინ "კომედი შოუში" დადგმულმა სკეტჩმა, სადაც მიშა ანდღულაძე მანჩო გიორგობიანს განასახიერებდა, ამ უკანასკნელის აღშფოთება გამოიწვია... მანჩო მხოლოდ იუმორისტების მუქარას არ დასჯერდა და უდანაშაულო ნინო ჩხეიძესაც გადასწვდა.
მანჩო გიორგობიანი ამჯერად მომღერალ ნინო ჩხეიძესაც გადასწვდა. "კომედი შოუში" მისი პაროდია "ზმურტლიანი თმით და მანერებით" მანჩომ ნინო ჩხეიძეს უფრო მიამსგავსა და გადაცემის პროდიუსერებს მიმართა: "მანდ არ მომიყვანოთ!
ვანოს ბიჭებს გადაეცით, პარიკები გაირეცხონ, კბილები გამოიხეხონ... ტანსაცმელს მე ვათხოვებ ბოლო-ბოლო! ისე იზეპირონ და აფრქვიონ ჩემი ტექსტები! ანონსში რაც ვნახე, მიშა ანდღულაძე ნინო ჩხეიძეა კოპიო - ზმურტლიანი თმით და მანერებით! კარგით ნუუუ! ვიმეორებ, მანჩო გიორგობიანის პაროდირებისას თმა დაბანილი (ტანიანად)! კბილები - გახეხილი! ტანსაცმელი ჩემზე იყოს... ძონძები - ეკრძალებათ!
P.S. მძივებსაც მე ვათხოვებ!!! უულამაზესი მაქვს!!! ჩანთებსაც! ნუ, სათვალე ცოტა მენანება - გამეწელება მაგრამ არა უშავს, გავიმეტებ ბოლო-ბოლო!!!! წინააღმდეგ შემთხვევაში, მგლის ხახა გარანტირებული აქვთ, ბეზ შუტოკ", - წერს გიორგობიანი სოციალურ ქსელში.
გიორგობიანის ასეთმა გამოსვლამ ნინო ჩხეიძე აღაშფოთა. "ამ ქალს რომ ვუჩივლო, არ შეიძლება? რა უფლებით მაყენებს შეურაწყოფას და თავის საგაზაფხულო ნერვოზს ჩემზე ანთხევს? ავად არის თუ რა როჟაა? :) ჰაჰაჰაჰა", - დაწერა ნინომ თავის ”ფეისბუქგვერდზე”, რაზეც მანჩომ დაუყოვნებლივ უპასუხა:
"რაიოოოო? ესღა მაკლდა... დლია პოლნოგო სჩასტია :) ჰაჰაჰაჰაჰაჰჰჰჰააახახახახახხაააა... რას ჩივა? პროკურატურაშია საქმე - სისხლის სამართალზე თუ ადმინისტრაციულად დამსჯიან? ნინო ჩხეიძე, "შეურაწყოფა" არა - შეურაცხყოფა! "ნერვოზი" არა - ნევროზი! მართლწერაში იმეცადინეთ ლევან ღვინჯილიასთან, მხოლოდ ის თუ უშველის თქვენს "ქართულს"...” )))