"სიტყვა კლავს" – გამოთქმა, რომელიც ყველასათვის კარგადაა ცნობილი, მისი რეალური მნიშვნელობა კი - ნაკლებად გაცნობიერებული.
იხილეთ ფოტოგალერეა
ემოციური და ვერბალური ძალადობის, იგივე "ბულინგის" მსხვერპლი, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანი ყოფილა. მისგან მიყენებული ფსიქოლოგიური დაზიანება კი მრავალი წლის განმავლობაში დარჩენილა უხილავ ტკივილად.
ზოგადად, ვერბალური "ბულინგი" კულტურული პრობლემაა, როგორც ერთგვარი ტრადიცია ადამიანებს შორის დამკვიდრებული ურთიერთობის სტილისა – "ლიდერი-გარიყული". სწორედ ამ პრობლემას მიუძღვნა ფოტოგრაფმა რიჩარდ ჯონსონმა ფოტოპროექტი "Weapon of Choice", სადაც ვერბალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლთა ფოტოებია აღბეჭდილი.
ფოტოგრაფი აღიარებს, რომ თავადაც დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა საკუთარი ზედმეტსახელის გამო, რომელიც ფიზიკური ნაკლის გამო შეარქვეს. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა, რომ საკუთარი შემოქმედებით ეჩვენებინა ყველასათვის, თუ რაოდენ მტკივნეული და მტანჯველია უხეშად ნათქვამი თითოეული სიტყვა, რომელიც ისევე (თუ უფრო მეტად არა) ვნებს და აზიანებს, როგორც ფიზიკური ძალადობა.
პრობლემის აღქმის მეტი სიმძაფრისთვის ვერბალური ძალადობით მიყენებული დაზიანებები ფოტოებზე ფიზიკურ იარებადაა ქცეული.
იხილეთ ფოტოგალერეა
ია ბერიაშვილი