დაიდე თეფზე საკვების ის რაოდენობა, რომელსაც ჩვეულებრივად ჭამ. ახლა გაყავი ის ზუსტად შუაზე და მიირთვი ნახევარი. თავიდან გაგიჭირდება, მაგრამ ცოტა ხანში ორგანიზმი მიეჩვევა კვების ახალ რეჟიმს, იგრძნობ სიმსუბუქეს და დაიწყებ წონაში კლებას.
თუ დღის განმავლობაში ჭამა არ გახსენდება და მხოლოდ იცმუცნები, საღამოს კი საფუძვლიან კვებას იწყებ, დღის კვება ჩვეული დატოვე და საღამოს რაციონი 50 პროცენტით შეამცირე.
ასე კვებით მოგეხსნება სიმძიმის შეგრძნება, გახდები ენერგიული და კვირის ბოლოს რამდენიმე კილოგრამსაც მოიშორებ.
ამ დიეტის ერთადერთი რეკომენდაციაა - გაამდიდრო საკვები თხილით (არა მარილიანით), ხილით, ცოცხალი (მოთუშული) ბოსტნეულით; შეამცირო მავნე საკვების (გაზიანი სასმელები, კრემიანი ღვეზელები, ნამცხვრები, ჩიფსები, ბუტერბროდები და ა.შ.) მიღება.