ზაფხული ის საოცარი პერიოდია, როცა ყველაფერს ხალისით აკეთებ. თუმცა, შეიძლება რაღაც გამოგრჩეს და მერე მთელი წელი ინანო. ამიტომ გთავაზობთ 25 ჩამონათვალს, რისი გაკეთებაც ამ ზაფხულს უნდა მოასწრო. შეგიძლია კორექტივებიც შეიტანო, ზოგი თავად მიუმატო, ზოგიც - ამოშალო.
1. იყიდო ველოსიპედი და ქალაქგარეთ სამოგზაუროდ მარტო, მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრო; მიუშვირო სახე ქარს, მზეს, დატკბე ბუნების სილამაზით.
2. მოაწყო პიკნიკი ბუნებაში. წაიღო პლედი, მოსახერხებელი ბალიშები, პლასტმასის ჭურჭელი, ლამაზი ხელსახოცები, გემრიელი საკვების მთელი კალათა და გამაგრილებელი სასმელი, წყალი. ეს დღე დაუვიწყარი გახდება შენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის. არც ფოტოების გადაღება დაგავიწყდეს.
3. გაიკეთო მინდვრის ყვავილებისგან გვირგვინი და მეგობრებმა ყვავილების დედოფლად გაღიარონ. არც ამ დროს დაგავიწყდეს ფოტოების გადაღება.
4. მთელი დღე, წიგნთან ერთად, ჰამაკში გააატარო. თუ კითხვის დროს ჩაგეძინება, მშვენიერია; შეგიძლია ჩიტების ჭიკჭიკსაც დაუგდო ყური.
5. ერთ წვიმიან საღამოს აუცილებლად მოაწყვე ჩაის ცერემონიალი. ნუ შეიზღუდავ თავს აუცილებლად მწვანე ან შავი ჩაის სმით. მოამზადე ხილის, ბალახების ჩაი. გაუმასპინძლდი მეგობრებს ხილის ღვეზელითა და სახელდახელოდ მოხარშული მურაბით.
6. მეგობრებთან ერთად ტყეში სოკოების საკრეფად გაეშურე. დატკბი ბალახების სურნელით, ჩიტების ჭიკჭიკით.; ფოტოებიც გადაიღეთ. მერე კი არომატული სოკოს წვნიანი, ჟულიენი ან ღვეზელი მოამზადე. გახსოვდეს, ყველაზე გემრიელი ის კერძი გამოდის, რომელსაც საკუთარი ხელით მეგობრებისთვის ან ოჯახის წევრებისთვის მთელი გულით ამზადებ.
7. შვილებთან ან მეგობრებთან ერთად ჰერბარი გააკეთე. მისთვის ფოთლები, ყვავილები, ტოტები მშრალ ამინდში შეაგროვე.
8. არ დაგავიწყდეს, ცვრიან ბალახზე ფეხშიშველმა გაიარე. სასურველია, დილით, მზის ამოსვლას დაასწრო ადგომა, შეეგებო მზეს, აივსო ენერგიით და მთელი დღე ხალისიანმა გაატარო.
9. ალუბლებისგან შეგიძლია "საყურეები" გაიკეთო, საჩირედ ასხმული ხილისგან "მძივები", ტყის მარწყვისგან კი თაიგულები და ასე გადაიღო ფოტოები.
10. გაიკეთე მარწყვის ნიღაბი. ამისათვის რამდენიმე მწიფე მარცვალი ჩანგლით ჩაჭყლიტე და სახეზე გადაინაწილე. ასეთი ნიღაბი კვებავს და ატენიანებს კანს.
11. გაიხსენე, რამდენი ხანია, რაც ბადმინტონი არ გითამაშია. აინაზღაურე. სუფთა ჰაერზე, მეგობრებთან ერთად თამაში თან გაგახალისებს, თან გახდომაშიც დაგეხმარება.
12. მოაწყვე ექსკურსია ღამისთევით. ჩამოწერე ყველა საჭირო ნივთის სია, არაფერი რომ არ დაგრჩეს. მოამზადე 2 დღის საგზალი. წარმოიდგინე, რა სიამოვნებას მიიღებ, როცა საღამოს ცეცხლის გარშემო მეგობრები სახალისო ამბებს გაიხსენებთ, ზოგი იმღერებს, იცეკვებს. ღამე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურებით დატკბები, დილით კი წყლის ჩუხჩუხი და ჩიტების ჟივილ-ხივილი გაგაღვიძებს.
13. მწვადის შემდეგ ნაკვერჩხალში ნურც კარტოფილის შეწვას დაივიწყებ. დატკბი მისი სუნით, გაფცქვენი, ცოტა მარილი მოაყარე, თუ გაქვს, კარაქიც წაუსვი და ისიამოვნე.
14. ერთი დღე აუცილებლად თივის ზვინზე წამოწექი. დამტკიცებულია, რომ მისი სუნი ნერვებს ამშვიდებს. შეყვარებულებს კი თივის ზვინზე რომანტიკული ღამის გატარებაც შეუძლიათ.
15. აუცილებლად გაუშვი ჰაერში "მფრინავი გველი". ამ დღეს მიღებული მხიარულება და აღფრთოვანება ზამთარში სასიამოვნოდ გაგახსენდება.
16. დაძლიე შიში და ეშმაკის ბორბალზეც დაჯექი. გადმოხედე ქალაქს სიმაღლიდან, გადაიღე ფოტოები, მაგრამ სიფრთხილეც შეინარჩუნე.
17. ზაფხულში მთიან რეგიონებში სხვადასხვა დღეობა იმართება. ერთს მაინც ეწვიე. ჩაერთე სახალხო მხიარულებაში.
18. ერთხელ მაინც შეხვდი მზის ამოსვლას მთის წვერზე. ამისთვის შეიძლება უთენია მოგიწიოს ადგომა ან ღამის მთაში გატარება, მაგრამ ნანახი დაუვიწყარ მოგონებად დაგრჩება.
19. მოიწყე ექსტრემალური გასართობი, - გადმოხტი ტარზანიდან, დაეშვი პარაშუტით, იფრინე პარაპლანით.
20. დღის თბილ მონაკვეთში შიშველმა იბანავე ზღვაში, ტბაზე, მდინარეზე.
21. შეყვარებულთან ერთად სათევზაოდ გაემართე. შეგიძლიათ, იქვე ნაპირზე, ახალდაჭერილი თევზი ნაკვერჩხალზე შეწვათ და ისადილოთ.
22. მეგობრებთან ერთად იწუწავე და აუცილებლად გადაიღე ფოტო წარწერით: "ჩვენ სველები და ბედნიერები ვართ". აგრეთვე, შეგიძლია, წვიმაში მეგობრებთან ერთად ბუნებაში გავარდე, მიუშვირო სახე წვიმის წვეთებს, ითამაშოთ დაჭერობანა, იმხიარულოთ, მაგრამ შინ დაბრუნებულებს არ დაგავიწყდეთ სამოსის გამოცვლა, ცხელი აბაზანის მიღება და არომატული, ბალახების ჩაის დალევა.
23. სანაპიროზე ააგე ქვიშის სასახლე, ჩართე პროცესში ბავშვები, მეგობრები.
24. აუცილებლად მოხარშე მურაბა და ჯემი ხილისგან. ზამთარში ჩაისთან ერთად მირთმეული დესერტი ზაფხულის ტკბილ მოგონებებს გაგახსენებს.
25. მოიწყვე რომანტიკული პაემანი - საყვარელ ადამიანს სთხოვე, ტბაზე, ზღვაზე, მდინარეზე ნავით გაგასეირნოს. თუ გასეირნება არ გამოგდით, მყუდრო ადგილას მზის ჩასვლას ერთად შეხვდით და თუ შესაფერისი სიტუაცია იქნება, შეიძლება წყლის პირას მზის ამოსვლასაც ერთად შეხვდეთ.