ერთხელ ჟურნალისტ გოგონას, ესტერ ჰონიგს რედაქტორმა დაავალა, შეერჩია რამდენიმე დიზაინერი საერთაშორისო ფრილანს-საიტზე.
იხილეთ ფოტოგალერეა
სანამ ჰონიგი დავალებას ასრულებდა, მას თავში გაუელვა, ნუთუ ამდენ ადამიანში სილამაზეზე ორი ერთნაირი წარმოდგენის ადამიანი მაინც არ მოიძებნებაო?! და გადაწყვიტა, ეს აზრი გადაემოწმებინა: თითოეულ პრეტენდენტს გაუგზავნა საკუთარი ფოტო და სთხოვა, დაემუშავებინათ ის იმის მიხედვით, როგორც თავად აღიქვამდნენ სილამაზეს.
გოგონამ აღიარა, რომ ზოგიერთი ნამუშევრით აღშფოთდა, მაგრამ ზოგიერთმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ნახეთ, რამდენად განსხვავებული წარმოდგენა აქვთ სილამაზეზე სხვადასხვა ქვეყანაში, თუნდაც მაშინ, როცა ამ სილამაზეს ერთი ქალი წარმოადგენს.