ნებისმიერი ჩვენგანი ინდივიდუალური თვისებებითაა დაჯილდოებული. შესაბამისად, გართობა და დასვენებაც სხვადასხვაგვარი სტილის გვესაჭიროება.
როგორც აღმოჩნდა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც შეგვიძლია იმის განსაზღვრა, სად, როგორ და რა ვითარებაში აჯობებს გავატაროთ შვებულების სეზონი საიმისოდ, რომ სამუშაო რეჟიმს უკან ახალი შემართებითა და კარგად დასვენებული დავუბრუნდეთ:
ვერძმა შვებულება მეგობრებთან ერთად უნდა გაატაროს რომელიმე მთის კურორტზე, სადაც აქტიური დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ლაშქრობა, ხეტიალი, ფეხით ბევრი სიარული საუკეთესოა მისთვის.
კურომ საშვებულებო პერიოდში სასურველია ისეთი ადგილისკენ აიღოს გეზი, სადაც მდინარე მოედინება. თევზაობა, ჩიტების ჭიკჭიკი, საკუთარი ხელით მომზადებული გემრიელი ვახშამი საუკეთესო გზაა მათთვის განსატვირთად.
ტყუპს რომელიმე ტროპიკულ კურორტს ურჩევენ ასტროლოგები. სასურველია, თუ კლუბური საღამოებითა და ინტელექტუალური ღამის საუბრებითაც გაირთობთ თავს, ახალშეძენილ კურორტის მეგობრებთან ერთად.
კირჩხიბისთვის უმთავრესი რომანტიკაა ოჯახის წევრებთან ერთად, მდინარისპირა ან მთიანი მხარე. მყუდრო ხის კოტეჯი, სოკოს შესაგროვებლად პატარებთან ერთად სიარული, პიკნიკები.
ლომისთვის იდეალური შვებულება ფეშენებელურ ზღვისპირა კურორტზე სტუმრობა იქნება. სასურველია, იქ იგი მარტო გაემგზავროს და თავს ნამდვილი მეფის ან დედოფლის ამპლუით დატკბობის უფლება ბოლომდე მისცეს.
ქალწულს რომელიმე გამაჯანსაღებელ კურორტს ურჩევენ ასტროლოგები. სასურველია, ისეთი ადგილი მონახოთ, სადაც გართობასთან ერთად, შესაძლებელია სპა, საუნა, ჰიდრო-მასაჟი და სხვა ტიპის სარელაქსაციო პროცედურებიც ჩაიტაროთ. და რაც მთავარია, იქ მენიუ ჯანსაღი საკვებით უნდა იყოს სავსე.
სასწორისთვის საუკეთესო დასვენება იქნება ისეთ ადგილზე წასვლა, სადაც ხელოვნების ნიმუშებისა და უძველესი არქიტექტურული ძეგლების მონახულების საშუალებაც მიეცემა მას. სასურველია, ეს იყოს რომელიმე ფრანგული ქალაქი, უგემრიელესი ტკბილეულითა და რომანტიკული ატმოსფეროთი.
იხილეთ სრულად: astrologi.ge