"დიდი ამბავი, თუ ჩემი უკანალიც პოპულარული იქნება"
"ჩვენ ტამტამებად კი არ აღგვიქვეს, არამედ გარყვნილი და ბილწი აზრები მოუვიდათ, რადგან მათ გონებაში მხოლოდ სიბილწე ტრიალებს".
ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ჯგუფმა "ბანმა" ქართული ხალხური სიმღერა შეასრულა, სადაც ტამტამის მაგივრად ორი გოგონას უკანალი გამოიყენა. ამან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ჩვენ დავუკავშირდით ერთ-ერთ გოგონას და ინტერვიუ ჩავწერეთ.
მარი ბაბეტა (მოცეკვავე):
- გადაცემის პროდიუსერმა შემომთავაზა ამ ნომერში მონაწილეობის მიღება. თავიდანვე ვიყავი საქმის კურსში, რა უნდა გამეკეთებინა და ეს ნაბიჯი სრულიად შეგნებულად გადავდგი.
- ბევრმა თქვა, რომ ეს იყო ქალთა დისკრიმინაცია...
- არანაირი დისკრიმინაცია არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი გასართობი შოუ, რომელიც, ჩემი აზრით, იყო ძალიან სახალისო. მე პირადად, ძალიან ვიხალისე და ბევრმა სხვამაც იხალისა.
ძალიან ვთხოვ იმ ხალხს, ვინც ერთი ამბავი ატეხა, ჩემ მაგივრად ნუ ლაპარაკობენ, მე ამის გამო არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ქუჩაში ჩვეულებრივად დავდივარ და არანაირი აგრესია არ მოდის ხალხის მხრიდან. ვისაც ეს პრობლემად მიაჩნია, ვურჩევდი, მიხედოს თავის თავს, თავის საქმეს და თავის ტრაკს.
იხილეთ სრულად: kvirispalitra.ge