ნებისმიერი ადამიანი ოცნებობს საკუთარ სახლსა და კომფორტულ ატმოსფეროზე. თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ ვიღაცისთვის კეთილმოწყობილი გარემო ჩვენთვის აბსოლუტურად არაჰარმონიულია და თავს იქ კარგად ვერა და ვერ ვგრძნობთ.
აღმოჩნდა, რომ საცხოვრებლის მოწყობისას თქვენი ზოდიაქოს ნიშანიც უნდა იქნას გათვალისწინებული... პროექტი, ლანდშაფტი, დიზაინი... ამას ყველაფერს ზედმიწევნით უნდა შერჩევა. თუ როგორ, ამას სტატიაში გაგაცნობთ დაწვრილებით.
ვერძს მინიმალური ავეჯით დატვირთული სახლი შეეფერება. სასურველია მაღალსართულიანი სახლის ბოლო სართული, შემინული აივნით ან ფართო ვერანდით.
კუროსთვის საკუთარი სახლია აუცილებელი, იდეალური გამწვანებით, ეზოს ყვავილებითა და ხეხილიანი ბაღით.
ტყუპს დუპლექსი ან სულაც ტრიპლექსი ესაჭიროება საიმისოდ, რომ სახლში მოწყენილად არ იგრძნოს თავი. მისთვის ასევე კარგი იქნება სტუდიოს ტიპის ბინა - ბევრი ფერადი პუფით, დიდი პლაზმური ტელევიზორითა და წიგნებით.
კირჩხიბს სიძველეები უყვარს; შესაბამისად, ასტროლოგები ამ ნიშნით დაბადებულ ხალხს ურჩევენ, მამაპაპისეული სახლი ახლებურად გადააკეთონ ისე, რომ ნებისმიერი ნივთი ინტერიერის დიზაინში წარსულის უნიკალურ რელიქვიად აქციონ.
ლომი პომპეზურობის მოყვარული ტიპაჟია. მისთვის აუცილებელია მრავალოთახიანი საცხოვრებელი, რამდენიმე დიდი ვერანდითა და აუზით, ხმაურიანი მეგობრული თავყრილობების ან სტუმრების მისაღებად.
ქალწულს მინიმალიზმი მოსწონს. შესაბამისად, მისი სახლი არასოდეს უნდა იყოს ზედმეტად გადატვირთული არც ხალხით, არც ავეჯით. მისთვის საუკეთესოა ნატურალური მასალისგან ნაგები, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარე სახლი.
სასწორს ფერები ხიბლავს ყველგან და ყველაფერში. შესაბამისად, მისთვის სახლი თეატრს უნდა წააგავდეს. აუცილებელია ინტერიერში ბევრი ფერადი დეტალი, მუსიკალური საკრავები და ქანდაკებები.
იხილეთ სრულად: astrologi.ge