საქართველოში ბოლო დროს ყველაზე პოპულარული ბავშვი - ელენე კუტალაძე 20 ივლისს ერთი წლის გახდა.
ნინი ბადურაშვილმა შვილს პირველი დაბადების დღე მცხეთაში, აგარაკზე გადაუხადა. ელენეს დაბადების დღეზე ნინის განუყრელი მეგობრები, ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძეც იყვნენ.
ცოტა ხნის წინ შვილის მოსანახულებლად თბილისში მამა - ირაკლი კუტალაძე მშობლებთან ერთად ჩამოვიდა, მაგრამ როგორც ფოტოებიდან ჩანს, დაბადების დღეს არ დასწრებია, ყოველ შემთხვევაში, მცხეთის აგარაკზე.
ფოტოები იხილეთ: reitingi.ge