გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულები, ალბათ, იმას იკითხავთ, როდის ამოესვენა, უკან რომ ჩასვენებულიყოო, მაგრამ ფაქტია, თავად რუსეთსა და მეზობელ ქვეყნებში მათი ესტრადის წარმომადგენლები უყვართ და მიუხედავად იმისა, რომ ''სამნოტიანი სიმღერები'' რუსების რეპერტუარის 99,9%-ს შეადგენს, მას თავისი მრავალმილიონიანი მომხმარებელი მაინც ჰყავს.
მეორე მხრივ, თუკი ''ძინტერის'' წლევანდელი სცენის მკვიდრთ შევხედავთ, ერთი ტენდენცია უდავო იქნება - რუსულ ესტრადას მართავს მაფია, რომელიც ნიჭიერ და ახალგაზრდა ადამიანებს გასაქანს არ აძლევს.
აბა, სხვა რით აიხსნება, რომ ამდენი წლის შემდეგ ბოტოქსებამოყრილი ვალერი ლეონტიევი, ასევე ბოტოქსის აშკარა და გადამეტებული თაყვანისმცემლები, ლაიმა ვაიკულე, ლუბა უსპენსკაია, ბორის მოისეევი და მათი სულიერი და-ძმები კვლავ ჯიუტად დგანან მაყურებლის წინ და ვერაფრით გასცდნენ ასე მობეზრებულ ''აკაპულკოს'', ''ვერნისაჟს'' და მსგავს სიმღერებს, რომელთა დრო, ნათელია, უკვე წავიდა.
მაგრამ, როგორც ჩანს, მაყურებლისთვის, რომელიც იურმალაზე იკრიბება, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს არც იმას, როგორ გამოიყურებიან მისი საყვარელი მომღერლები, არც მათ სრულ უსუსურობას სცენაზე, ცეკვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ხელის ნორმალურად აქნევაც რომ აღარ ძალუძთ... ვოკალის თემას, სჯობს, საერთოდ ავუაროთ გვერდი, რადგან ''სამნოტიანებსაც'' რომ ვერ ასრულებ ყურისთვის მისაღებად, არ ჯობია, საერთოდ დატოვო შოუბიზნესი?!.
იხილეთ სრულად: reitingi.ge