სკრაბის მომზადება რთული არაა. ამასთანავე, საკუთარი ხელით და სიყვარულით გაკეთებული უფრო მეტ შედეგს მოგიტანთ.
დაგჭირდებათ:
4 სადილის კოვზი შაქარი;
2 ს/კ თაფლი (ჩაშაქრებული არ გამოგადგებათ);
3 ს/კ ლიმონის წვენი (ახალგამოწურული).
ინგრედიენტები ერთმანეში გადაურიეთ. პრობლემურ ადგილებზე წრიული მოძრაობით წაისვით-შეიზილეთ. გაიჩერეთ 2-3 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სკრაბის მასაჟი გაიკეთეთ კვირაში ორჯერ. რეგულარული პროცედურის შედეგად თქვენი კანი ჯანმრთელი და ლამაზი გახდება.