ლატვიის ქალაქ იურმალაში მიმდინარე მე-13 საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში მესამე საკონკურსო დღის შედეგებით ქართველი კონკურსანტი კვლავ ლიდერია.
11 11 11 11 11 11 11 უმაღლესი ქულა ჟიურისგან და დარბაზის ოვაციები !
ბოლო საკონკურსო დღეს, ნუცა ბუზალაძე სპეციალურად კონკურსანტისთვის დაწერილ სიმღერას შეასრულა.
17 წლის მომღერალმა მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა შეასრულა.
ნუცა ბუზალაძე სოსო პავლიაშვილის და დუეტ "ჯორჯიას" შემდეგ მესამე ქართველია, ვინც "ახალი ტალღის" კონკურსი მოიგო. ნუცა სოციალურ ქსელში უკვე იღებს გახარებული ქართველების მილოცვებს.
ჩვენც ვულოცავთ ნუცას გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებას და კარიერულ წინსვლას ვუსურვებთ.