ვამზადებთ ერთგვარ "საპონს" კოსმეტოლოგის რეცეპტით. რეცეპტი ძალიან მარტივია და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი:
აიღეთ 3 სუფრის კოვზი ბარდის ფქვილი, 3 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელის ფქვილი, 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა, 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 3 წვეთი არომატული ეთერზეთი (ვარდის, ლავანდის, ჯანჯაფილის ან ნებისმიერი სხვა), რომლის არომატიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
ყველა ინგრედიენტი ქილაში აურიეთ, დაახურეთ თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. "საპონი" მზად არის!
გამოყენება:
ხელისგულზე გადმოიღეთ ცოტაოდენი "საპონი", დაუმატეთ სულ ცოტა წყალი და გაქენით. წაისვით სველ სახეზე (ყელზე, დეკოლტეს ზონაზე, იდაყვებზე, ხელებზე) წრიული მოძრაობით. თუ 5 წუთს გაიჩერებთ, იმოქმედებს, როგორც ნიღაბი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თქვენ მომენტალურად იგრძნობთ, როგორ შეიცვალა თქვენი კანი. საპონი აცოცხლებს კანს, ასუფთავებს, კვებავს, ასწორებს ნაოჭებს. კანი ხდება ნაზი და ხავერდოვანი. ნიღბის ჩამობანვის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ქალბატონებს 50 წელს ზევით, შეუძლიათ საპონში დაუმატონ 3 წვეთი ზეთოვანი ვიტამინი A და E.
ეს მასა მთელი თვე გეყოფათ დასაბანად. ინახება ოთახის ტემპერატურაზე.
იმისათვის, რომ მიიღოთ ბარდისა და შვრიის ფქვილი, ჩვეულებრივი ბარდა და შვრიის ფანტელი დაფქვით ყავის საფქვავში. კურკუმას ფხვნილი იყიდება სანელებლების განყოფილებაში.
სცადეთ ეს რეცეპტი და დარწმუნდებით, რამდენად ეფექტურია ის თქვენი კანისთვის. ის შეგიცვლით ნებისმიერ ტონიკს, სკრაბსა და მაკიაჟის ჩამოსაცილებელ საშუალებას.