ჟურნალ "ბომონდის", დიზაინერ თამუნა ინგოროყვასა და ინტერნეტ-პორტალ marao.ge-ს ერთობლივი კონკურსი დაიწყო.
1-ლი აგვისტოდან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით, საშუალება გექნებათ, ხმა მისცეთ თქვენს რჩეულს და დაეხმაროთ მას გამარჯვებაში.
პრიზები და საჩუქრები საკმაოდ სოლიდურია!
"ბომონდი" იმ გოგონას დაასახელებს, რომელსაც დაუვიწყარ ფოტოსესიას მოუწყობს ჟურნალში და დაასაჩუქრებს საინტერესო პრიზით.
ერთ-ერთი სელფის ავტორი თამუნა ინგოროყვას ახალი კოლექციის სახე გახდება... გამარჯვებულის პლაკატები კი ინგოროყვას მოდის სახლის ვიტრინებს დაამშვენებს.
ის კი, ვინც ყველაზე მეტ ლაიქს დააგროვებს, marao.ge-სგან სპეციალური, სოლიდური პრიზით დაჯილდოვდება.
ასე რომ, ხმა მიეცით თქვენს რჩეულს და დაეხმარეთ გამარჯვებაში!
კონკურსანტების ფოტოები იხილეთ გალერეაში