ავსტრალიელმა სპეციალისტებმა მრავალწლიანი კვლევის შედეგად ჩამოაყალიბეს ის პუნქტები, რაც ქალს დაბერების საშუალებას არ მისცემს. სია სულ 5 რჩევისგან შედგება და მათი დაცვის შემთხვევაში ქალი გაიხანგრძლივებს ჯანმრთელობასა და სილამაზეს.
1. მწვანე ჩაი - მასში თავმოყრილია უამრავი სასარგებლო ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ყოველივე ცუდის გამოდევნას და სასარგებლოს შემატებას. სპეციალისტები დღეში 1-2 ფინჯანი მწვანე ჩაის სმას გვირჩევენ.
2. ხილის ნიღბები - ის, რასაც ჭამთ, შეგიძლიათ სახეზეც წაისვათ. ამით თქვენი კანი უფრო გაახალგაზრდავდება.
3. ვარჯიში - დღეში 30-წუთიანი ვარჯიში დაგაკლებინებთ წონაში, არ მისცემთ ორგანიზმს საშუალებას, რომ ზედმეტი ცხიმი დააგროვოს. ამასთანავე, რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და აფერხებს დაბერებას.
4. სიცილი - სტრესის ჰორმონი დაბერების დაჩქარებას უწყობს ხელს. ერთადერთი მეთოდი, რომელიც მას ებრძვის, სიცილია. იცინეთ გულიანად, რათა დაამარცხოთ სტრესის სინდრომი და გაიხანგრძლივოთ ჯანმრთელობა და სილამაზე.
5. სექსი - სექსის დროს ორგანიზმში გამოიყოფა ბედნიერებისა და სიამოვნების ჰორმონი. სექსი აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება და უუმჯობესდება იმუნიტეტი.